გერმანია. ბუნდესლიგა ."ჰანოვერი"-"ნიურნბერგი". პარასკევის მატჩის წინ
ბუნდესლიგის მე-19 ტური დღეს, "ჰანოვერისა" და "ნიურნბერგის" მატჩით იწყება. ეს გუნდები პირველი ბუნდესლიგის ეგიდით ერთმანეთს 31-ჯერ შეხვდნენ და 4 წელია, მათ შორის ფრე არ დაფიქსირებულა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ჰანოვერი" მიმდინარე სეზონში "ფრეების მეფეა" (9 ფრე 18 ტურში), დიდია იმის შანსი, რომ ქვემო საქსონიელებსა და ფრანკებს შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ყაიმი სწორედ დღეს დაფიქსირდეს.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მირკო სლომკას შეგირდებს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, რაც ამბიციური "ჰანოვერისთვის" არასახარბიელო ტენდენციაა. "წითლების" მიზანი ამ სეზონში ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა და თუ "ნიურნბერგთანაც" ვერ გაიმარჯვებენ, სლომკას ბიჭებს ამ მხრივ საქმე გაურთულდებათ.

რაც შეეხება "ნიურნბერგს": დიტერ ჰეკინგის გუნდმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო და გასავარდნ ზონასთან 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

"ნიურნბერგი" ექს-ჰანოვერელ ჰანო ბალიტშს ისევ ვერ გამოიყენებს. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია მოიხადა და მოედანზე გასვლა შეუძლია მარკუს ფოილნერს, რომელსაც ჰეკინგი სავარაუდოდ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესებს.

საინტერესოა ისიც, რომ სლომკა და ჰეკინგი ახლო მეგობრები არიან...

ჰანოვერი-ნიურნბერგი

პირველ წრეში: 2:1

ტრავმა: კ. შულცი, ანდრეასენი, კარლიტოსი, ჰაუგერი - ჩენდლერი, კლოზე, პინოლა, ბალიტში

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 18 12 1 5 44-13 37

2. ბორუსია (დ) 18 11 4 3 40-13 37

3. შალკე 18 12 1 5 41-23 37

4. ბორუსია (მ) 18 11 3 4 28-12 36

5. ვერდერი 18 9 3 6 30-31 30

6. ლევერკუზენი 18 8 5 5 25-24 29

7. ჰანოვერი 18 5 9 4 20-24 24

8. ჰოფენჰაიმი 18 6 5 7 19-19 23

9. ვოლფსბურგი 18 7 2 9 24-34 23

10. შტუტგარტი 18 6 4 8 24-23 22

11. კიოლნი 18 6 3 9 27-36 21

12. ნიურნბერგი 18 6 3 9 19-28 21

13. ჰერტა 18 4 8 6 24-28 20

14. ჰამბურგი 18 4 7 7 22-32 19

15. მაინცი 18 4 6 8 24-32 18

16. კაიზერსლაუტერნი 18 3 8 7 13-21 17

17. ფრაიბურგი 18 4 4 10 22-39 16

18. აუგსბურგი 18 3 6 9 15-29 15

ბომბარდირები: 16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 12 - პისარო (ვერდერი); 11 - როისი (ბორუსია /მ/); 10 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა