ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი მიხაელ სკიბე აღნიშნავს, რომ ფელიქს ბასტიანსი ქართველის კარგი ალტერნატივაა
როგორც მოსალოდნელი იყო, ბერლინის "ჰერტამ" "ფრაიბურგის" მარცხენა მცველი ფელიქს ბასტიანსი ახლავე გადაიბირა.

დედაქალაქელებს 23 წლის ფლანგის უკანახაზელი მომავალი სეზონისთვის უკვე დაბევებული ჰყავდათ - იმის გამო, რომ ბასტიანსს ბრაისგაუელებთან კონტრაქტი უმთავრდებოდა, "ჰერტა" მას ხელში უფასოდ ჩაიგდებდა. შესაბამისად, "ფრაიბურგს" სხვა გზა აღარ ჰქონდა: თუ ბასტიანსის ტრანსფერით ფინანსური ხეირის ნახვა სურდათ, ახლავე უნდა დაეთმოთ და სწორედ ასეთი ნაბიჯი გადადგეს.

ფელიქს ბასტიანსი ბერლინში გუშინ წარადგინეს, ნაშუადღევს კი მან ახალ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ბერლინში მას 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და როგორც გაირკვა, "ჰერტამ" ფრაიბურგს ნახევარი მილიონი ევრო გადაუხადა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ბასტიანსის ლევან კობიაშვილთან კონკურენციაა. ბერლინელთა თავკაცი მიხაელ სკიბე აღნიშნავს, რომ ფელიქსი ქართველის კარგი ალტერნატივაა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალწვეული ხვალვე, "ჰამბურგთან" ათამაშოს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჰერტამ" მარჯვენა მცველ კრისტიან ლელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელსაც ვადა ასევე 2016 წლამდე აქვს. ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთ გოლთან ერთად, ორი საგოლე პასიცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა