ინგლისის სახელმწიფო მოხელეები აქტიურად იძენენ ბილეთებს ოლიმპიადაზე ქალთა პლაჟის ფრენბურთის მატჩებზე დასასწრებად
ინგლისის სახელმწიფო მოხელეები აქტიურად იძენენ ბილეთებს ოლიმპიადაზე ქალთა პლაჟის ფრენბურთის მატჩებზე დასასწრებად.

მათ რამდენიმე საათში დაიტაცეს დაახლოებით ხუთასამდე ბილეთი. როგორც გაზეთი "სანი" წერს, სალაროებთან ბილეთების რეალიზაციისას პრაქტიკულად ზედახორა წარმოიშვა - ასე ძლიერ სურთ ჩინოვნიკებს იხილონ ნახევრადშიშველი ქალი ფრენბურთელები.

მთავრობამ შეიძინა დაახლოებით 9 ათასი ბილეთი თავისი თანამშრომლებისთვის და ამ მიზნით 750 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

სახელმწიფო მოხელეებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლიათ ტურნირებზე დასასწრები ბილეთების შეძენა, მაგრამ მათი ინტერესი მხოლოდ ერთ ტურნირამდე - ქალთა პლაჟის ფრენბურთამდე დადის.

ამასთან, შესაბამისი განყოფილების შეფი ჯონათან სტივენსი, რომელიც მთავრობის თანამშრომლებისთვის ქვოტების რეალიზაციით არის დაკავებული, ქალთა ფრენბურთის მიმართ პოპულარობას "შემთხვევითობას" უწოდებს. მისი სიტყვებით, ყველაზე იოლია ბილეთების შეძენა სწორედ ფრენბურთზე, სხვა სახეობებთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით სირთულეები არსებობს.

არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ სახელმწიფო მოხელეების ყურადღება მიპყრობილია სწორედ ქალთა ფრენბურთისკენ. სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია და ხშირად ტურნირის შედეგები გულშემატკივრებს ნაკლებად აინტერესებთ. მთავარია - დააკვირდნენ ლამაზმანებს მინიმალური ტანსაცმლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა