ფედერერმა, ნადალმა, ჯოკოვიჩმა და მურეიმ თითქმის ორი კვირა იმისთვის ითამაშეს, რომ ბოლოს ერთმანეთში გაერკვიათ ურთიერთობა
კაცებს შორის ნამდვილი შეჯიბრი მხოლოდ ახლა დაიწყო. როჯერ ფედერერმა, რაფაელ ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მურეიმ თითქმის ორი კვირა იმისთვის ითამაშეს, რომ ბოლოს ერთმანეთში გაერკვიათ ურთიერთობა. სხვათა შორის ასეთი რამ ავსტრალიის ღიაზე 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა.

გუშინ მხოლოდ ერთი ნახევარფინალი გაიმართა - ოფიციალურ მატჩებში ოცდამეშვიდედ შეხვდნენ ერთმანეთს ფედერერი და ნადალი.

ბუკმეიკერები უპირატესობას შვეიცარიელს ანიჭებდნენ, თუმცა რთული იყო რომელიმეს გამორჩევა. როჯერი იოლად მიიწევდა წინ სატურნირო ბადეში, ნადალს კი ურთულესი მატჩი ჰქონდა ტომაშ ბერდიხთან. და კიდევ, კლინსმანს ერთ-ერთ გეიმში სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა.

სეტის დასაწყისში ამ ჩოგბურთელებისთვის არადამახასიათებელი თამაში გაჩაღდა - გეიმების უმრავლესობა მალე მთავრდებოდა. თავად თამაში კი თანაბარი იყო. როჯერმა კარგად დაიწყო, მაგრამ პარტიის შუაში ნადალმა დაიბრუნა ბრეიკი. ტაი-ბრეიკი დაძაბული ბრძოლის ლოგიკური დასასრული აღმოჩნდა. ესპანელმა დასაწყისში მინი-ბრეიკი წააგო და სულ მდევრის როლში იმყოფებოდა, მაგრამ როჯერის დაწევა ვერ შეძლო.

შვეიცარიელმა მეორე პარტია ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მის თამაშში ჩავარდნა დაიწყო, რაფაელი კი იმით არის განთქმული, რომ მეტოქის თამაშში ნებისმიერ სისუსტეს იყენებს. მან მაშინვე ხელთ იგდო ინიციატივა და არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და 6:1 მოიგო.

მესამე პარტიაში როჯერის შეცდომების რიცხვი უკანა ხაზზე გაიზარდა, მაგრამ შვეიცარიელი ამის კომპენსირებას კარგი მოწოდებით ახდენდა. საბოლოოდ, მან პარტიის შუაში კარგად ისარგებლა მეტოქის ჩავარდნით და ბრეიკით დაწინაურდა. თუმცა ნადალმა მოუმატა და დაიბრუნა ინიციატივა. მას მე-12 გეიმში სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ შვეიცარიელმა შეძლო ტაი-ბრეიკამდე მიღწევა. იქ მას თამაში არ წაუვიდა და ნადალმა ხუთმაგი სეტბოლი მიიღო. მართალია, შვეიცარიელმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო სეტბოლზე შეცდომა დაუშვა.

მეოთხე სეტში ნადალი ინარჩუნებდა ინიციატივას, მაგრამ როჯერიც ახერხებდა საკუთარი მოწოდების დაცვას. ისევე როგორც წინა სეტში, შვეიცარიელი თავის შანსს დაელოდა, მაგრამ დაფარული სეტბოლი ვერ გამოიყენა. შემდეგ გეიმში ანალოგიური შანსები ნადალს გაუჩნდა.

პირველი შესაძლებლობა მან ხელიდან გაუშვა, სამაგიეროდ, მეორეში მეტოქის შეცდომა დაეხმარა. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი. ესპანელი სეტზე აწვდიდა, როცა ფედერერმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ესპანელმა ფანტასტიკური დაცვა ითამაშა, მალე კი მეორე მატჩბოლით დაასრულა მატჩი - 6:7(5), 6:2, 7:6(5), 6:4.

ნადალი მეთხუთმეტედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მიურეის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:7(5), 6:2, 7:6(5), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს