მარიუპოლის "ილიჩივეცში" განათხოვრებული ქართველი მოულოდნელად უკრაინულ გრანდში გამოიძახეს
ორიოდე დღის წინ ქართველ გულშემატკივრებს დავით თარგამაძის ამბები ვაუწყეთ - როგორ ემზადება დონეცკის სეზონის განახლებისთვის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით განათხოვრებული ქართველი ნახევარმცველი. თარგამაძის მცირე ინტერვიუც შემოგთავაზეთ, სადაც ის დაბეჯითებით ამბობდა, რომ უკრაინულ გრანდში დაბრუნებას დამდეგ ზაფხულს იმედოვნებდა (იხილეთ სტატია).

და აი, ყველასთვის და ალბათ, თავად დავითისთვისაც მოულოდნელად, ქართველ ფეხბურთელს "ილიჩივეციდან" "შახტარში" უხმეს. 22 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და შეკრებაზე ესპანეთშიც გაჰყვება.

დონეცკის "შახტარის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უმალ ჩვენებურთან ინტერვიუც გამოაქვეყნა.

- დავით, გვითხარი "შახტარის" შემადგენლობაში როგორ აღმოჩნდი.

- სამი დღის წინ მაცნობეს, რომ "შახტართან" ერთად მომავალ შეკრებას გავივლი. ამის შემდეგ გაირკვევა, რა იქნება მომავალში.

- ეს ალბათ შენთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- არ ველოდი. ვიცოდი, რომ დონეცკში ზაფხულში გადავიდოდი (ეღიმება). მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს ძალიან მახარებს.

- მწვრთნელთან გასაუბრება მოასწარი?

- ჯერ ეს-ესაა მოვედი - ნახევარ საათის წინ.

- აქ როგორ შეგხვდნენ?

- კარგად. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის (ეღიმება). ახლა სირბილისთვის ვემზადებით. "შახტარის" ფეხბურთელებიდან არავისთან მქონია კონტაქტი, უბრალოდ, ვერ მოვასწარით. ამის დრო მერეც მექნება.

- საბოლოოდ როდის გაირკვევა "შახტარში" შენი მომავლის საკითხი?

- შეკრების შემდეგ. გუნდთან ერთად ესპანეთში გავფრინდები, ამის შემდეგ კი გადაწყდება - დავრჩები გუნდში თუ "ილიჩივეცში" დავბრუნდები. ვნახოთ.

- მარიუპოლში თორნიკე ოქრიაშვილთან მეგობრობდი...

- დიახ. მე ხომ მას ჯერ კიდევ "ილიჩივეცამდეც" ვიცნობდი. დონეცკში კი ჯერ-ჯერობით არავის ვიცნობ. დღეს ვარჯიშია, ხვალაც და ყველაფერი წინაა. ჯერ ბაზაზე ვიქნებით, ზეგ კი შეკრებაზე გავემგზავრებით - აი, იქ კი ბიჭებს კარგად გავიცნობ.

gio
shalamberize romel gundshia?eg saqartveloshi xom tamashobda?
gigi1984
შალამბერიძეზე რატო არ წერთ?
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან