"ბორჯღალოსნების" მთავარი კონკურენტის, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, კინგსლი ჯოუნზმა შემადგენლობა გააცხადა
ევროპის ერთა თასის გათამაშების დაწყებამდე ათიოდ დღე დარჩა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ერთმანეთის მიყოლებით ასახელებენ რაზმების შემადგენლობას.

"ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, რუსეთის ეროვნული გუნდის უელსელმა მწვრთნელმა, კინგსლი ჯოუნზმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა გააცხადა.

იმ მორაგბეთა შორის, რომლებიც ერთა თასის გათამაშების მატჩებისთვის მოსამზადებლად სოჭში შეიკრიბებიან, სამი ქართული წარმოშობის მორაგბეა. ესენია: ვალერი ცნობილაძე, მისი ძმა გრიგოლ ცნობილაძე და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა მორაგბე პავლე კვერნაძე.

ეს უკანასკნელი, ცხადია, დებიუტანტია, მასთან ერთად პირველად გამოიძახეს ნაკრებში გერმან გოდლიუკი, სტანისლავ სელსკი, მაქსიმ სტრუზი, რომან კოკორინი და ანტონ სინიცინი.

ტრავმების გამო საწვრთნელ შეკრებაზე არ იქნებიან ალექსანდრ ვოიტოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი პოპოვი და კირილ კუშნარიოვი. ინგლისურ კლუბებში თამაშობენ და ჯერჯერობით სოჭში ჩასვლას ვერ ახეხებენ ვასილი არტემევი, ანდრეი ოსტრიკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი და ვიქტორ გრესევი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებში არ არის გამოძახებული რვა ისეთი მორაგბე, რომლებმაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე იასპარეზეს. ესენია: ვიაჩესლავ გრაჩოვი, კონსტანტინ რაჩკოვი, ანდრეი კუზინი, ანდრეი ბიკანოვი, ალექსანდრ ხროკინი, ალექსეი ტრავკინი, ივან პრიშეპენკო და ევგენი პრონენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები ჩვენ ეროვნულ გუნდს თბილისში 17 მარტს დაუპირისპირდება. ცნობილია, ამ მატჩის არბიტრის ვინაობაც. თამაშს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი მატიე რეინალი იქნება.

"ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას 4 თებერვალს დნეპროპეტროვსკში, სტადიონ "მეტეორზე" უკრაინის ნაკრებთან გამართავს. ამ შეხვედრას იტალიელი სტეფანო მანჩინი განსჯის. ერთი კვირის თავზე საქართველოს ნაკრები მადრიდში ესპანეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრება. იქ ირლანდიელი დევიდ ვილკინსონი იმსაჯებს.

პირველ საშინაო შეხევედრას საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს გამართავს. მეტოქე, ჩვენი გუნდისთვის ტრადიციულად უხერხული გუნდი, პორტუგალიელი "ლობუშები" იქნებიან. ამ მატჩში იტალიელი მარიუს მიტრეა იმსაჯებს.

რუსეთის ნაკრები: მიხაილ ბაბაევი, ალექსეი ვოლკოვი, ვიქტორ კობზევი, ალექსეი პანასენკო, ევგენი მატვეევი, არტიომ ფატახოვი, იური კუშნარიოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა-ვვა), სტანისლავ სელსკი, ვალერი ცნობილაძე, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, ნიკიტა მედკოვი, ანდრეი ტემნოვიი, დიმიტრი გერასიმოვი, იგორ კუშნარიოვი, დენის სიმპლიკევიჩი (ყველა-ენისეი), ჰაზირ გასანოვი, გრიგოლ ცნობილაძე, მაქსიმ სტრუზა, ანდრეი გარბუზოვი, ანტონ რიაბოვი, ალექსეი მაკოვეცკი (ყველა-კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი, დენის ანტონოვი, გერმან გოდლიუკი (სამივე-სლავა), პაველ კვერნაძე, ანტონ სინიცინი, რომან კოკორინი (სამივე-სპარტაკი), კირილ კოპეშკინი, ვლადიმირ ბოლტენკოვი (ორივე-იმპერია), ვლადიმირ ოსტროუშკო (ტაგანროგი), ევგენი ტიტოვი (სმენა).

ერთა თასი

1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ფოტო: ბურთით ლევან დათუნაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად