გუშინ გუნდს მათე ვაწაძე, ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი შეუერთდნენ, დღეს - ლაშა სალუქვაძის ჯერია, ვინ იქნება ხვალ?
გორის "დილა" სენსაციური ტრანსფერებით ლამის ყოველდღე გვაოცებს: გუნდის პრესატაშე ზურაბ კარტოზიას გუშინ, გვიან ღამით რომ დავუკავშირდით, საინტერესო სიახლეები გვაცნობა: თურქულ შეკრებაზე "დილას" შეუერთდნენ მათე ვაწაძე, ზურაბ არზიანი (ორივე - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა") და გიორგი კახელიშვილი (თბილისის "დინამო"). სამივემ გუშინვე გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ვაწაძე "ვოლგას" შეკრებაზე დაშავდა, მაგრამ მალე მომჯობინდა და "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ დატვირთა კიდეც. არზიანი "დილაში" გადასვლაზე თავიდან არც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ნაბიჯი მის მენეჯერთან, "დილას" გენერალურ დირექტორ მამუკა ჯუღელთან შეთანხმების შემდეგ გადადგა.

მოულოდნელი იყო გორელთა რიგებში თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველის, კახელიშვილის გამოჩენა, მაგრამ ორი კვირის წინაც ვწერდით, რომ მისი "დილაში" განათხოვრების საკითხი განიხილებოდა. გიორგი თბილისელებს ესპანურ შეკრებაზე ახლდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი მოთამაშეების დამატების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია ძირითადში დაყენებას აღარ უპირებდა.

"ახალწვეულთა სამეული გუნდს უდავოდ გააძლიერებს. მაგრამ "დილას" სიახლენი ამით არ ამოიწურება, ხვალ ლაშა სალუქვაძეც შემოგვიერთდება" - გვითხრა კარტოზიამ.

დღეს "დილას" ანთალიაში პირველი ტესტ-მატჩი იაროსლავის "შინიკთან" უნდა ეთამაშა, თუმცა გუშინ საღამოს გადაწყდა, რომ რუსულ კლუბს ავსტრიის ჩემპიონი, გრაცის "შტურმი" ჩაანაცვლებს, სადაც გიორგი ფოფხაძე თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

davit
გორსაც ხომ უნდა კარგი ფეღბურთელები? მე პირადად დინამოს ვბალეშიკოპ მაგრამ, ერთი ფეღბურთელი გადადის მეორე გუნდში, ჩვეულებრივი საფეღბურთო მომენტია ,,,,(
dinamo
კახელისჰვილის ადგილზე ალაბტ გოგუა ითამაშებს როგორ წინა თამასშზე იყო
tengo
levani kaxeti რა ნაყარი ესპანელები შენ საერთოდ კითხულობ ან გაზეთს ან აქ მაინც არ წაგიკითხავს ვინები მოიყვანა დინამომ მაგ პოზიციაზე? :) ჯერ გაერკვიეთ და მერე დაწერეთ აღარ გაძებნინებთ და დაგიწერ გვარებს გოგუა, მერებაშვილი და გურული
gaiozi
შედეგებზე ნუ ვჩქარობთ
levani kaxeti
ჩემი აზრით დინამოდან კახელიშვილის გაშვება, თუნდაც იჯარით, არის უდიდესი შეცდომა, ამის შედეგს სულ მალე დავინახავთ; იმ ვიღაც ახლად ნაპოვნ ესპანელს დააყენებენ ალბათ მის ადგილას; ჰო, მესმის გარსიასი, მაგრამ ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, აი ეს არის საინტერესო; ბოლოს ისე არ მოხდეს, ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები მოვიცილოთ და ნაყარნუყარი უცხოელები დაგვრჩეს, რომლებიც, როგორც უკვე დავინახეთ, არც მკვდრებში არიან და არც ცოცხლებში; ამაზე დროა ხმა ამოვიღოთ, თორემ სულ ცოტა ხანში ძალიან გვიან იქნება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა