მონპელიელთა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გორგოძე "სტად ფრანსესთან" მატჩში მესამეს ნაცვლად მეორე ხაზში იასპარეზებს
დღეს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მორიგი ტურის მატჩში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" პარიზულ "სტად ფრანსეს" უმასპინძლებს.

მონპელიელთა მთავარი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს გადაწყვეტილებით, გორგოძე, რომელიც უკვე დიდი ხანია მესამე ხაზში თამაშობს, ამჯერად მეორე ხაზში იასპარეზებს, რათა ტიბო პრივას არყოფნაში ეს პოზიცია გაამაგროს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგოძეს მიკრო ტრავმა აწუხებდა, თუმცა, სავარაუდოდ, საშიში არაფერია. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ასევე შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი.

"მონპელიესთვის" ამ მატჩის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენებურთა გუნდი 35 ქულით მე-8 ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება მე-5 ადგილზე მყოფ "სტად ფრანსეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად