საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტები იტალიური მაფიისგან 200 ათასი ევროს მიღებაში ადანაშაულებენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი, შესაძლოა, დიდ შარში გაეხვიოს, მისი რეპუტაცია კი კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე დადგა.

საქმე ის არის, რომ იტალიურმა მედიამ მას დაახლოებით ათი წლის წინანდელი ამბავი გაუხსენა. მაშინ არგენტინელი სპეციალისტი მილანის "ინტერს" წვრთნიდა.

როგორც გამოცემები ირწმუნებიან, კუპერმა იმ დროს 200 ათასი ევრო მიიღო იტალიური მაფიისგან, ეს თანხა კი მას სხვადასხვა მანიპულაციების განსახორციელებლად გადასცეს. კუპერს თავის გაწვრთნილ კლუბებში თაღლითობას არავინ აბრალებს, სამაგიეროდ, გაჩნდა ეჭვი, რომ მას არგენტინის ჩემპიონატის მატჩების შედეგებზე ზემოქმედებაში მიუძღვის ბრალი.

ცხადია, თავად კუპერი ყველაფერს უარყოფს. იგი მხოლოდ 200 ათასი ევროს მიღების ფაქტს ადასტურებს, ოღონდ აცხადებს, რომ ეს თანხა არა მაფიას, არამედ ჩვეულებრივ, კანონმორჩილ ხალხს გამოართვა სესხად სიდედრისთვის ბინის შესაძენად.

ჯერჯერობით ამ საქმით სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან.

შეგახსენებთ, კუპერი საქართველოს ნაკრებს 2008-09 წლებში წვრთნიდა და მას მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ მატჩში გაამარჯვებინა. სულ ახლახან კი მან თურქული "ორდუსფორი" ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
მაგარი კაცი))) ვიცოდი რაგაცას რო მაიმუნობდა ფალიაშვილზე რო ვნახე ბარდიურზე ჩამომჯდარი))))
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო