"უანდივიზიონმა" რუსეთის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოთარიც გაიხსენა
რუსულმა ვებგვერდმა "უანდივიზიონმა" გამოაქვეყნა წერილი რუსეთის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირებზე და ოთარ მარცვალაძეც გაიხსენა.

XXI საუკუნე. სნაიპერები.

2010 წელი. მარცვალაძე, გოგნიევი, დავიდოვი და სხვები...

2009 წელთან შედარებით, როდესაც ვერც ერთმა თავდამსხმელმა ვერ მოახერხა დიდოსტატური თამასის, 20 გოლზე მეტის გადალახვა, 2010 წელს მცირე პროგრესი აღინიშნა. თუმცა ეს მაჩვენებელიც მხოლოდ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელ ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა, მან ეს მეორე წრეში ნაჩვენები შედეგიანობის წყალობით მოახერხა.

ოთარ მარცვალაძე, "ვოლგა", 21 გოლი

თბილისის "დინამოს" გაზრდილმა (?!) უთამაშია თელ ავივის "ჰაპოელში", ქართულ "ვიტ ჯორჯიასა" და კიევის "დინამოში", "ვოლგაში" კი გადავიდა მახაჩყალის "ანჟიდან", სადაც 13 გოლი გაიტანა და სპეციალისტების ყურადღება მიიქცია.

მაგრამ ფეხბურთელისთვის ყველაზე წარმატებული "ვოლგა" გამოდგა. ის იყო შეტევის ლიდერი, გუნდიც მასზე თამაშობდა და მარცვალაძესაც თანაგუნდელები არ დაუღალატებია.

პირველ ლიგაში ოთარს გაჰქონდა მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტი გოლები. მისმა რამდენიმე გოლმა მეტოქეების დემორალიზაცია გამოიწვია.

2010 წელს მის ანგარიშზე იყო გოლები საწყის და ბოლო წამებზე, ყოველთვის კარზე იყო დაგეშილი. ტექნიკის წყალობით კი, პრაქტიკულად ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო.

თუმცა, შესაძლო იყო ისიც, რომ წარმატებული კარიერა ვერ აეწყო. 2004 წელს, როდესაც პროფესიულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, თამაშის დასრულებას აპირებდა. მიზეზი დედის მოულოდნელი გარდაცვალება იყო. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ 8 წლისამ ავტოკატასტროფაში მამა დაკარგა, ოთარს ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა, მაგრამ ნათესავების, განსაკუთრებით კი ძმის დახმარებით, ფეხბურთზე კონცენტრირებაც შეძლო და მაღალი დონის მიღწევაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად