დონეცკურ გრანდში მისულ 22 წლის ქართველ ფეხბურთელს პირველივე ვარჯიშზე "კვადრატში" ბურთის ართმევა დაავალეს
ფოტოზე: 22 წლის ქართველი პელეტონს ბოლოში მოჰყვება, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ფორმაში არაა

დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" განათხოვრებული დავით თარგამაძის დონეცკურ გრანდში მოულოდნელმა გამოძახებამ ქართველი გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცა. ნიჭიერი ფეხბურთელის "შახტარში" გადასვლას ხომ ყველა, მათ შორის დავითიც, სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში ველოდით.

მაგრამ, ფაქტია, თარგამაძეს "შახტარში" უხმეს და თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი ესპანურ შეკრებაზე მისი გარჯით კმაყოფილი დარჩება, "ილიჩივეცში" აღარც დააბრუნებს.

22 წლის ქართველის პირველი ვარჯიში "შახტარის" მთავარ გუნდთან ერთად "ჩემპიონატ.კომმა" აღწერა:

დავით თარგამაძე მარიუპოლიდან ბაზაზე, ვარჯიშის დაწყებამდე, სულ ნახევარი საათით ადრე გამოცხადდა. ახალწვეულ ქართველს უმალ "ახალგაზრდა მებრძოლის კურსის" გავლა მოუხდა. მხიარულმა ბრაზილიელებმა, სანამ ძუნძულს დაიწყებდნენ, ქართველს "კვადრატში" ბურთის ართმევა დააკისრეს. ბრაზილიელები "მსხვერპლს" ფინტაობითა და ლაზღანდარობით ეთამაშებოდნენ, თუმცა თარგამაძემ არაფერი დათმო და სულ მალე ბურთიც აართვა.

"შახტარის" სხვა ფეხბურთელების ფონზე დავითი პატარა და გამხდარი ჩანდა. ძუნძულის დროს თარგამაძე პელეტონში მაჩანჩალა იყო, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია.

თარგამაძეს "შახტარში" სწორედ იმისთვის უხმეს, რომ ესპანურ შეკრებაზე მირჩა ლუჩესკუს მისი შესაძლებლობების უკეთ გაცნობის საშუალება მიეცეს.

VIVA GEORGIA
წარმატებებს გისურვებ დავით! ! !
state
შახტარის რომ არ ვიცოდე საქართველოში მაგის თამაში თვითონ მაქვს ნანახი... ძალიან ნიჭიერი ბიჭია... შეგვიძლია მისი ჟინით ვიამაყოთ! წარმატებები! ღმერთმა გაგიმარჯოს შინ და გარეთ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!