იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვენტუსისა" და "მილანის" დაპირისპირებას ვიხილავთ
პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, გახლავთ ის, რომ იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვენტუსისა" და "მილანის" დაპირისპირებას ვიხილავთ - თანაც, ამ ორი დიდი გუნდის ჯახი ორ-რაუნდიანი იქნება.

პირველი შეხვედრა 8 თებერვალს "სან სიროზე" გაიმართება, განმეორებითი კი 21 მარტს "იუვენტუს არენაზე".

მოკლედ, წინ იტალიის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დაპირისპირება გველის და ისღა დაგვრჩენია, რომ ხელები მოვიფშვნიტოთ... თუმცა, იქამდე "მილანი"-"ლაციოს" მეოთხედფინალურ პაექრობაზე უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელმაც "სიენას", "ნაპოლის" და "იუვენტუსის" შემდეგ, მეოთხე ნახევარფინალისტი გამოავლინა.

მასიმილიანო ალეგრიმ ტრადიცია არ დააღვია და სათასო პაექრობაში ძირითადად დუბლიორებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. კარში მარკო ამელია იდგა და აქედანვე აღვნიშნოთ, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა თავი. დაცვის ცენტრში არა ალესანდრო ნესტა და ტიაგო სილვა, არამედ, დანიელე ბონერა-ფილიპ მექსეს ტანდემი ვიხილეთ. მარჯვნივ ინაციო აბატე მოქმედებდა, აი მარცხნივ კი ალეგრიმ ჯამელ მესბა გაამწესა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა მილანური გრანდის შემადგენლობაში.

როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდა კლარენს ზეედორფი, რომელმაც შუა ხაზს აშკარად შემატა კრეატივი. თავდასხმაში სტეფან ელ შაარავისა და რობინიოს ტანდემი ვიხილეთ, ანუ, ფილიპო ინძაგისთვის თასზეც კი აღარ გამოიძებნა ადგილი შემადგენლობაში.

ექესპერიმენტებს ედუარდო რეიამაც მიმართა, შემადგენლობა გადაახალისა და რაც ყველაზე საინტერესოა, ტაქტიკა შეცვალა - მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც... თუ აქამდე მუდმივად 4-3-1-2-ს იყენებდა, ამჯერად, 4-4-2 შეარჩია და ტრადიციულად გამთამაშებელი ერნანესი ცენტრალურ ნახევარმცველად გაამწესა. თადარიგში დატოვა მიროსლავ კლოზე, შეტევის წინა ხაზზე კი ჯიბრილ სისესა და ტომაზო როკის ტანდემი ვიხილეთ.

შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 5 წუთი იყო გასული, როდესაც ჯიბრილ სისემ ანგარიში გახსნა და სტუმრები დააწინაურა. საგულისხმოა, რომ სისესთვის ეს მეორე გოლია რომაული გუნდის შემადგენლობაში და პირველიც სწორედ "როსონერის" კარში აქვს გატანილი. "მილანელები" მალევე მოეგნენ გონს და მეტოქის ნახევარზე დიდი ძალებით გადავიდნენ. ამან შედეგი მალევე გამოიღო - მე-15 წუთზე რობინიო საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და უძლიერესი დარტყმით სტუმართა კიპერი უშანსოდ დატოვა, 1:1.

სულ მალე, კლარენს ზეედორფმა გამოიჩინა თავი და მასპინძლები წინ გაიყვანა - ჰოლანდიელმა ერთ მეურვეს ოსტატურად აუარა გვერდი და ჩვეული დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია, 2:0. ტაიმის ბოლომდე მილანელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "მილანი" უფრო მწვავედ უტევდა და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მესამე გოლის გატანაც მოახერხა. შედეგიანი დარტყმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, რომელიც ურბი ემანუელსონმა რომაელთა კიპერს პირისპირ შეატოვა.

ურბიც და ზლატანიც შეცვლაზე შევიდნენ მოედანზე და თავისი გასაკეთებელი ზედ საფინალო სასტვენის წინ გააკეთეს. ერთი სიტყვით, "მილანმა" მეტოქე უშანსოდ დაამარცხა და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში.

იტალიის თასი. 1/4 ფინალი

მილანი-ლაციო 3:1

გოლები: 0:1 სისე (5), 1:1 რობინიო (15), 2:1 ზეედორფი (18), 3:1 იბრაჰიმოვიჩი (84).

ნახევარფინალები

8 თებერვალი

მილანი-იუვენტუსი

სიენა-ნაპოლი

21 მარტი

იუვენტუსი-მილანი

ნაპოლი-სიენა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ