შეფილდში მიმდინარე ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის წყვილთა დისციპლინაში პოდიუმის სამივე საფეხური რუსებმა დაიკავეს
შეფილდში მიმდინარეობს ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი, სადაც მედლების პირველი კომპლექტი გაითამაშეს სპორტულმა წყვილებმა. ამ დისციპლინაში დომინირებდნენ რუსები - პოდიუმის სამივე საფეხური ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

პირველობა დიდი უპიტარესობით მოიგეს ტატიანა ვოლოსაჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა. ეს წყვილი ერთადერთი იყო, რომელმაც საერთო ჯამში ორასზე მეტი ქულა დააგროვა (210,54). ჩემპიონებს დიდი მანძილით ჩამორჩნენ ვერა ბაზაროვა და იური ლარიონოვი და ბრინჯაოს პრიზიორები - ქსენია სტოლბოვა და ფიოდორ კლიმოვი.

რუსების დომინირება იმითაც არის გამოწვეული, რომ შეფილდში ვერ გამოვიდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები - ალიონა სავჩენკო და რობინ შოლკოვი. გერმანულ წყვილში ტრავმა მიიღო სავჩენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა