მიუნხენში დაიწყო ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაღიდან სროლაში
მიუნხენში დაიწყო ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაღიდან სროლაში. გუშინწინ ასპარეზობა რამდენიმე დისციპლინაში გაიმართა. მათ შორის - ქალებშიც, სადაც ჩვენი ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე მეექვსე ადგილზე გავიდა 485.2 ქულით, ნინო უჩაძე 375-ით - 44-ზე.

სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ კარგი შედეგით - 388 ქულით მოიგო. ამდენივე დააგროვა უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმაც, თუმცა ჩვენებურს ბოლო ორ სერიაში უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. სამწუხაროდ, უკრაინელისგან განსხვავებით, სალუქვაძემ კარგი სტარტი ფინალში ვეღარ გააგრძელა და ფინალურ ოქტეტში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა - 97,2, საბოლოოდ კი 485,2 დაუგროვდა.

კოსტევიჩმა ფინალში ჩინებულად ისროლა - მისი 100,3 საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ოქროსაც დაეუფლა 491,5 ჯამური შედეგით. ფინალში დაგროვებულმა 102,8-მა ქულამ ვერცხლის მედალი პოლონელ ბეატა ბარტკოვ-კვიატკოვსკას მოუტანა - 487.8, ბრინჯაო კი ფრანგ ევროპის ჩემპიონ სელინ გობერვილს ერგო, რომელიც საკვალიფიკაციოშიც მესამე იყო 387-ით, ფინალშიც - 100.7-ით და ჯამში დაგროვებული 487.7 ქულით.

ბიჭებში ჩვენგან მხოლოდ ომარ სანოძე ისვრის. მან 9 ქულით გააუმჯობესა ათი დღის წინ თბილისის ღია პირველობაზე ნაჩვენები შედეგი, ამჯერად 564 ქულა დააგროვა და XVI ადგილზე გავიდა.

საგრძნობი პროგრესი განიცადა გოგონებში ნინო ფანჩულიძემაც - იმავე ტურნირზე თუ 352 ქულა აჩვენა, ახლა 364 დააგროვა და 35-ზე გავიდა, თუმცა ეს მაინც გვარიანად ჩამორჩება მის საუკეთესო შედეგს. მოუმატა მარიამ ბლუაშვილმაც - ამჯერად 361 ქულა დააგროვა (39-ე ადგილი) და წინა ტურნირის შედეგს 7-ით გადააჭარბა. სამწუხაროდ, ანა გაგილაძემ შედეგი გააუარესა 353 ქულა და 49-ე ადგილი.

მამაკაცები დღეს ისვრიან, თუმცა ზემოჩამოთვლილი დისტანციების წარმომადგენლებსაც ისევ ელოდებათ თითო სტარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა