"ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარისთვის სამაგალითო ნუკრი რევიშვილია

"ზესტაფონის" და საქართველოს ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე, თანაგუნდელთა მსგავსად, მოახლოებულ ბატალიებს ოპტიმისტური განწყობით ხვდება. 22 წლის კიპერს პირადი და საკლუბო ამბიციების შესახებ გავესაუბრეთ.

- როგორი განწყობით მიემგზავრება "ზესტაფონი" ესპანეთში?

- ისეთით, როგორიც ჩემპიონს შეეფერება. ზამთრის მცირე შესვენების შემდეგ ვარჯიში ყველამ დიდი ენთუზიაზმით განვაახლეთ, ერთად ყოფნა გვიხარია და მზად ვართ, დასახული მიზნების მისაღწევად მაქსიმუმი გავიღოთ. ესპანეთში ძლიერ გუნდებთან თამაშით დიდ გამოცდილებას მივიღებთ, რაც საქართველოს ჩემპიონატშიც წაგვადგება და ევროთასებზეც. დროა, ევროტურნირებზე ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და ჯგუფურ ეტაპამდე გავაღწიოთ. ვფიქრობ, ამისთვის უკვე მომწიფებულები ვართ.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- უპირველესად, "დინამოს". მგონია, რომ რეალურ წინააღმდეგობას მხოლოდ დედაქალაქელები გაგვიწევენ. მართალია, "დინამოს" საკმაო სხვაობით ვუსწრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ზამთარში საგრძნობლად გაძლიერდა და მასთან დიდი ბრძოლები გველის. ისე კი, მიმაჩნია, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონობის დაახლოებით 60-პროცენტიანი შანსი აქვს. თუმცა თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ ამხელა უპირატესობას შენარჩუნება სჭირდება.

- "ზესტაფონის" ახალწვეულებზე რას იტყვი?

- უდავოდ პერსპექტიული ახალგაზრდები არიან და ჩვენს გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ, დავით მუჯირს კი ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება.

- "ზესტაფონის" ყველა რგოლში დიდი კონკურენციაა. მეკარეებზე თუ შეიძლება ამის თქმა?

- რა თქმა უნდა, ასეთივე მდგომარეობაა ჩემს პოზიციაზეც. ზურაბ მამალაძეც და კახა მეშველიანიც მაღალი დონის მეკარეები არიან და არანაკლები წარმატებით შეუძლიათ "ზესტაფონის" კარის დაცვა, რაც მამალაძემ ჩემი ტრავმის პერიოდში თვალსაჩინოდ დაამტკიცა. მათთან ერთად ვარჯიშმა ძალიან ბევრი რამ შემძინა.

- ტრავმის შემდეგ ოპტიმალური ფორმის აღდგენა უკვე მოასწარი?

- საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვარ, მაგრამ მალე ყველაფერი რიგზე იქნება. მთავარია, რომ მოტეხილი თითი ბოლომდე მოვიშუშე. თუმცაღა, ძალიან დამწყდა გული, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე, რომელთა შორისაც "ტორპედოსთან" ჩემპიონატში შინ წაგებულ შეხვედრას გამოვყოფდი.

- სამაგიეროდ, არ დააკლდი "დინამოსთან" შთამბეჭდავ გამარჯვებას.

- ეს მართლაც გამორჩეული ამბავი იყო ჩემს კარიერაში. "ზესტაფონმა" ამ მატჩში თავისი ნამდვილი ძალა აჩვენა. ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ.

- ქუთაისელი ხარ და "ტორპედოს" წინააღმდეგ, ალბათ, განსხვავებული განწყობით თამაშობ.

- ეს ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული მოტივაციაა. მიხარია, რომ ქუთაისელი გულშემატკივრები ყოველთვის თბილად მიღებენ. "ტორპედოში" თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი კარიერა სხვაგვარად წარიმართა და დღეს "ზესტაფონის" ერთგული ვარ.

- საკუთარი თავის გარდა, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულ მეკარეებად ვის მიიჩნევ?

- თავის ქება არ მიყვარს და ჩემი თამაში სხვებმა უნდა შეაფასონ, საუკეთესოებად კი ომარ მიგინეიშვილსა და გიორგი ლორიას დავასახელებდი. ომარმა თავისი შრომით ბევრს მიაღწია და პირველად ამ სეზონში გაიბრწყინა, გიორგი კი, წლებია, სტაბილურად თამაშობს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ისე კი, დღეს ჩვენი უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს მაღალი დონის მეკარე ჰყავს.

- დიდი ხანია, ეროვნული ნაკრების წევრი ხარ და ნაკრების სათადარიგოთა სკამზეც ხშირად ჯდები, თამაშმა კი ჯერ არ მოგიწია...

- ძალიან ვწუხვარ, ასე რომ ხდება, მაგრამ რა გაეწყობა. ნაკრებში დღეს დიდი კონკურენციაა, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი ჯერიც დადგება. იყო დრო, ნაკრებს მეკარის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შანსი მაინც არ მომეცა. ყველაზე მეტად გული სწორედ ამაზე მწყდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეროვნულ გუნდში სისტემატური გამოძახებით უდიდესი გამოცდილება მივიღე და, როცა ჩემი დებიუტის დღე დადგება, ამისთვის ასი პროცენტით მზად ვიქნები - ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებ.

- საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- "ზესტაფონთან" კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ამ ვადის ამოწურვამდე, ალბათ, არსად წავალ. "ზესტაფონმა" ძალიან ბევრი რამ მომცა და ამიტომაც სხვა ქართულ კლუბში თამაშის სურვილი არ მაქვს. უცხოეთში თამაში თითქმის ყველას უნდა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებ და ისეთ კლუბში არ წავალ, სადაც სათამაშო პრაქტიკისა და განვითარების შანსი არ მექნება.

ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ნუკრი რევიშვილია, რომელიც კლუბის შერჩევისას ყოველთვის გონივრულ გადაწყვეტილებას იღებს და იქ მიდის, სადაც შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dasd
მაგარია
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა