"გაგრამ" ანთალიაში პირველი ამხანუგრი შეხვედრა პოლონურ "გურნიკთან" გამართა, სადაც გაგრელები 1:2 დამარცხდნენ

საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" ანთალიაში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გაგრელების მეტოქე პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი, ჟაგლებიეს "გურნიკი" გახლდათ.

თავდაპირველად იმას ვიტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბატონი თემურ ქეცბაიაც დაესწრო. ტრიბუნაზე გულშემატკივარი მრავლად იყო. ანთალიაში სემინარებზე ჩამოსული არის პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კორპუსი, რომელნიც ცხადია, თავისი ქვეყნის გუნდს ქომაგობდა.

"გაგრამ" შეხვედრა 4-5-1 ტაქტიკური სქემით დაიწყო. გამოკვეთილი თავდამხმელი შალვა კვანტალიანი იყო. მატჩის საწყისი 15-20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც ქართულმა გუნდმა ნელ-ნელა შეავიწროვა მეტოქე და რამდენიმე შეტევაც განახორციელა.

ორჯერ "გურნიკის" მეკარემ შეძლო დარტყმულის მოგერიება. მალე პოლონელებმაც შექმნეს ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი, თუმცა პირველად მეკარე გიორგი ბეგაშვილმა გამოავლინა ჩინებული რეაქცია, მეორედ კი კარს მცირედით ააცილეს.

მატჩის მეორე ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის 55-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჭკუასელი ურტყამდა საშუალო დისტანციიდან, მაგრამ მეკარემ მოახერხა მისი მოგერიება. დაახლოებით ათ წუთში მეტოქემ ანგარიშის გახსნა მოახერხა, როდესაც შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ჟელაზინსკიმ თავით პირდაპირ ცხრიანში გაიტანა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

"გაგრამ" გაშვებული გოლის შემდეგ მწვავედ შეუტია და მალევე ანგარიში გაათანაბრა. დაახლოებით 22-მეტრიდან, გიორგი ზვიადაძემ შორეული დარტყმით მეკარეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

ამის შემდეგ მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს, ხოლო მალე გაგრელთა კარში მეორე გოლი გავიდა - დასწრებაზე კარგად ითამაშა ონგალოვსკიმ, მცველს და მეკარეს აჯობა და ბურთი კარში შეაგორა. შემდეგ შეხვედრას "გაგრა" 30 იანვარს, ბელეკში პავლოდარის "ირტიშს" შეხვდება და მატჩი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

გაგრა - გურნიკი 1:2

გოლები: 0:1 ჟელაზინსკი 63 0-1, 1:1 ზვიადაძე 70 1-1, 1:2 ონგალოვსკი 74 1-2

გაგრა: ბეგაშვილი, ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, სარდალიშვილი, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ჯიშკარიანი, ჭკუასელი, კვანტალიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, ნადირაძე, სეთურიძე, ჯალიაშვილი, როსტიაშვილი.

fcgagra.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა