ჰოკეი. ყველა ვარსკვლავის უქმეები 2012
ოტავაში გაიმართა ჰოკეის ეროვნული ლიგის "ვარსკვლავური უქმეების" პირველი დღე. კონკურსების შოუ – Superskills დანიელ ალფრედსონის გუნდმა მოიგო. პირველი დღის მთავარი მოვლენა იყო „ბოსტონის" კაპიტნის, ორმეტრიანი სლოვაკის ზდენო ხარას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ყველაზე ძლიერი დარტყმის კონკურსში.

როგორც უკვე ვწერდით, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემადგენლობები პარასკევს დაკომპლექტდა. კაპიტნებმა – დანიელ ალფრედსონმა და ზდენო ხარამ დრაფტის მეშვეობით მათთვის სასურველი ჰოკეისტები აირჩიეს და გუშინ, "მხიარულ სტარტებში" მიიღეს მონაწილეობა.

Superskills ყველაზე სწრაფებისა და მოხერხებულების კონკურსით გაიხსნა, რომელშიც "რეინჯერსის" ფორვარდმა კარლ ჰაგელინმა (ალფრედსონის გუნდიდან) გაიმარჯვა. ფინალში მისი დრო იყო – 13.218 წამი.

მეორე კონკურსი იყო "ყველაზე ლამაზი ბულიტი". ბოლო წლებში აქ რუსი ალექსანდრ ოვეჩკინი დომინირებდა, მაგრამ ის წლევანდელ "ოლ სტარზე" არ გამოდის. კონკურსის წინ ვიდეოთი აჩვენეს "ვაშინგტონის" ფორვარდის ლეგენდარული ბულიტი ორი ყვანჯით. გამარჯვებულს პირთამდე სავსე მაყურებელი ირჩევდა. სხვების ფონზე უკეთ გამოიყურებოდა პატრიკ კეინი. "ჩიკაგოს" ფორვარდმა "სუპერმენის" ფორმა ჩაიცვა, ბულიტის შესასრულებლად "გაფრინდა" და მეტად ორიგინალური ფორმით გაიტანა შაიბა -კარის წინ მუცელზე დაეცა და მაინც ზუსტად დაარტყა. პუბლიკას ძალიან მოეწონა ტრიუკი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლაგიატი იყო. რამდენიმე წლის წინ, მსგავსი ფორმით NBA-ის "ვარსკვლავურ უქმეებზე" "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი წარსდგა.

კეინმა ხმების 47 პროცენტი მოაგროვა, არადა, სერიოზული კონკურენტი ჰყავდა – ანაჰაიმელი კორი პერი. ბულიტის შესრულებისას მან შუა გზაში ყვანჯი ყინულზე დააგდო, შარვლიდან მინიატურული სათამაშო ყვანჯი ამოიღო და მაინც მოატყუა მეკარე.

ამავე კონკურსში უნდა გამოვყოთ მეკარე კერი პრაისი, რომელმაც ერთი ბულიტი ისე მოიგერია, რომ თავდამსხმელთან ზურგით იმყოფებოდა.

დარტყმების სიზუსტის კონკურსი მოიგო "დალასის" ფორვარდმა ჯეიმი ბენმა, დარტყმის ძალაზე კონკურსში კი, როგორც გითხარით, "ბოსტონის" კაპიტანმა ზდენო ხარამ აჯობა ყველას. მის მიერ გასროლილი შაიბის სიჩქარე საათში 175 კილომეტრს შეადგენდა, რაც "ოლ სტარის" ახალი რეკორდია.

Superskills-ის გამარჯვებული მეშვიდე კონკურსში ირკვეოდა, სადაც საჭირო იყო ბულიტის რეალიზება და არა მისი ორგინილურად შესრულება. ალფრედსონის გუნდს გამარჯვება მოუტანა "ტამპა ბეის" ფორვარდმა სტივენ სტემკოსმა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც სამიდან სამი ბულიტი გამოიყენა.

Superskills

1. სისწრაფის კონკურსი

გამარჯვებული: კარლ ჰაგელინი ("რეინჯერსი"/ალფრედსონის გუნდი) – 13,218 წამი.

ანგარიში პირველი კონკურსის შემდეგ: ალფრედსონის გუნდი-ხარა გუნდი – 4:2.

2. სანახაობრივი ბულიტი

გამარჯვებული: პატრიკ კეინი ("ჩიკაგო"/ხარას გუნდი) – ხმების 47%.

ანგარიში მეორე კონკურსის შემდეგ: ალფრედსონის გუნდი-ხარა გუნდი – 4:3.

3. დარტყმები სიზუსტეზე

გამარჯვებული: ჯეიმი ბენი ("დალასი"/ხარას გუნდი)

ანგარიში მესამე კონკურსის შემდეგ: ალფრედსონის გუნდი-ხარა გუნდი – 6:6.

4. ესტაფეტა ოსტატობაში

გამარჯვებული: ალფრედსონის გუნდი – 2,08.

ანგარიში მეოთხე კონკურსის შემდეგ: ალფრედსონის გუნდი-ხარა გუნდი – 9:6.

5. სისწრაფის კონკურსი

გამარჯვებული: ზდენო ხარა ("ბოსტონი"/ხარას გუნდი) – 175,1 კმ/სთ (ახალი რეკორდი).

ანგარიში მეხუთე კონკურსის შემდეგ: ალფრედსონის გუნდი-ხარა გუნდი – 11:9.

6. ბულიტები

გამარჯვებული: სტივენ სტემკოსი ("ტამპა ბეი"/ალფრედსონის გუნდი).

ანგარიში მეექვსე კონკურსის შემდეგ: ალფრედსონის გუნდი-ხარა გუნდი – 21:12.

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია