კულუარული ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" თავკაცობა "დინამო 2"-ის დამრიგებელ გიორგი დევდარიანს შესთავაზეს
გუშინ, საღამოს, შევიტყვეთ, რომ ესპანურ შეკრებაზე "იანგ ბოიზთან" საკონტროლო შეხვედრის 1:3 წაგების შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

იმავე წყაროს ცნობით, "დინამოს" თავკაცობა "დინამო 2"-ის დამრიგებელ გიორგი დევდარიანს შესთავაზეს.

ინფორმაცია კულუარულად დაგვიდასტურეს, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა კომენტარი არ ისურვეს - "დინამოს" პიარმენეჯერ ლაშა დვალიშვილის თქმით, კლუბის გადაწყვეტილებებს საზოგადოებას დღეს, ორშაბათს გააცნობენ.

შევიტყვეთ ისიც, რომ, შესაძლოა, "დინამოში" სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომელიმე მაღალ პოზიციაზე (სავარაუდოდ, გენერალურ დირექტორად) დაინიშნოს '"დინამო არენას" დირექტორი სანდრო შახოვი, რათა "დინამოს" საკუთრებაში თუ იჯარაში არსებული ობიექტები ერთიან მართვაში მოექცეს.

მეორე ცვლილება კი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეეხება - ის გენერალური დირექტორის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი გახდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Luchero
კარგით რაა ხალხო..რით ვეღარ გაიგეთ რომ ვერანაირი მწვრთნელი ამათ ვერ უშველის,თუ გინდა ათი კაპელო ჩამოიყვანე და მაინც ის ნაგავი იქნება ქართული ფეხბურთი რა ნაგავიც ახლა არის,
gela
ალბატ ჯერ მაინც ჯობდა რო სეზონის ბოლომდე დაეტოვებინათ რადგან გაუჭირდება გუნდს უცებ სხვა მწვრთნელთან შეგუება
ტ
დევდარიანის შერჩეული რო არის გუნდი იმიტომ არის დინამოს საქმე კარგად.
ogafa
დევდარიანს სადაც მუშაუბდა ჯობდა იქ ემუშავა.დინამოს მწრთვნელობა ადვილი არ არის აქ მარტო საქართველოს ჩემპიონატი არ არის ევროპაზეც ხომ საჭიროა გასვლა ჯგუფურზე მაინც.
gio
გარსია დიდი ხანია გასაშვები იყო და როგორც იქნა მიხვდნენ. დევდარიანი იდეალური ვარიანტია, მშვენიერი მწვრთნელია და იმედია დინამოს ღირსეულ გუნდად ჩამოაყალიბებს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. წარმატებები დევდარიანს და დინამოს. ღმერთმა ქნას რომ დინამოს ძველი დიდება დაბრუნებოდეს
negredo
ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და დინამოში მხოლოდ მწვრთნელი არ იცვლება საკმაოდ რადიკალური ცვლილებები ხდება,რადგან წინა გენერალურმა დირექტორმა საკმაოდ არანაყოპიერი სატრანსპერო პოლიტიკა ჩაატარარაც შეეხება გარსიას უბრალოდ მის Xელში გუნდი რეგრესირებდა,ამ თამაშებზეც კარგად გამოჩნდა რომ გუნდი ვერ ტამაშობდა და მისი დატოვების არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობდა
mesi
გაუმზადებენ ადგილს ან ცხადაძეს ან არველაძეს!
SKILETA9
ძალიან დიდი ხანიაა ეს ადამიანი გასაშვები არ მოერგო დინამოს
dudu
დევდარიანის დანიშვნა დინამოში თავისთავად, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ გარსიას ასე გაშვება არასერიოზული საქციელია. (თუ მართლა იმიტო მოხსნეს, რო იანგ ბოისთან წააგო). შეკრება იმისთვის არაა, რო მოიგო ყველა თამაში. ეს არის საკონტროლო თამაშები. ასეც ქვია. საკონტროლო. უნდა დამუშავდეს ტაქტიკური სქემები, შეირჩეს და შეთამაშდეს შემადგენლობა, დაიხვეწოს კომბინაციები და ა. შ. სპორტულ შედეგს აქ მნიშვნელობა არა აქვს. ასევე, სეზონებს შორის მოსამზადებელი პერიოდი იგეგმება წინასწარ და იქ ძალიან სუსტ გუნდებსაც შეგნებულად ირჩევენ ხოლმე სპარინგ პარტნიორებად. მიზნებიდან გამომდინარე მწვრთნელი წყვეტს, როდის შეხვდეს სუსტ მეტოქეს, როდის ძლიერს და როდის -- ტოლძალოვანს. ზემოხსენებულ მიზანთა გარდა არსებობს ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების მიზანიც, ხოლმე. შეკრების ამ ტაქტიკა-სტრტეგიას ამზადებს მწვრთნელი. ახლა გარსიასგან შუა გზაზე მიტოვება გუნდის გამოიწვევს ბევრ პრობლემას. ამას ჯობდა, ჩემპიონატის მიმდინარეობისას წასულიყო (თუ მაინცდამაინც უნდა წასულიყო). ახლა რა გამოვა? ახალი მწვრთნელი ვერ მოამზადებს გუნდ სრულფასოვნად და ვერც პასუხს აგებს, თუ გუნდი იქნა მოუმზადებელი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"