22 წლის ქართველმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა
ბოლო წლებია, სპორტის ზამთრის სახეობების ისტორიას ეს გოგონა წერს! ელენე გედევანიშვილი, რომელიც ახლახან 22 წლის გახდა, პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის სახოებებში ევროპის ჩემპიონატის მედალი მოიპოვა - ეს ორი წლის წინათ იყო, ახლა ელენემ, ბრიტანულ შეფილდში კარიერაში თავისივე მიღწევა გაიმეორა.

ის ამიერიდან ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.

შაბათს ელენემ ორი პირადი რეკორდი დაამხო, თავისუფალ პროგრამაში მოპოვებული ქულებისა და ორი დისციპლინის ჯამში. პირველი შარშანდელია, მსოფლიოს ჩემპიონატის, როცა ქართველმა მოციგურავემ 104,63 ქულა დაიმსახურა. ახლა მისი რეკორდი თავისუფალ პროგრამაში 108,79 ქულაა. საოცარია, მაგრამ ფაქტია - რაც ელენეს სუსტი წერტილი იყო, მის ძლიერ მხარედ იქცა. ორი დისციპლინის ჯამში გედევანიშვილმა 165,93 ქულა დააგროვა და ქულა-ნახევრით გააუმჯობესა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღწევა.

შაბათს გედევანიშვილმა ენდრიუ ლოიდ ვებერის "ოპერის მოჩვენების" მუსიკის ფონზე ისრიალა. ტექნიკური ელემენტების სეგმენტში მან მსაჯებისგან 51,18 ქულა დაიმსახურა, პროგრამულში - 57,61. ჩვენებურზე უკეთ თავისუფალი პროგრამა მხოლოდ იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა (120,33 ქულა) და 17 წლის რუსმა პოლინა კორობეინიკოვამ (114,72) შეასრულეს.

სამზე მეტი ქულით ჩამოიტოვა ელენემ ფინელი კიირა კორპი (105,14) და ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი, იდენტური ქულები). ქსენია მაკაროვას კი ძალიან ბევრით აჯობა (თითქმის 7 ქულით) და ეს იყო მთავარი - ჩვენებურმა, რომელიც მეოთხე იყო მოკლე პროგრამის შემდეგ, რუსი კონკურენტი პოდიუმიდან განდევნა. ის კი არა, ქულაც და კორპისაც ჩამოიტოვებდა და ვერცხლის მედალს მოიპოვებდა...

ევროპის ჩემპიონი (მეოთხედ!) გახდა 24 წლის კაროლინა კოსტნერი, ის შეფილდში ფაქტობრივად უკონკურენციო იყო, შოსტაკოვიჩისა და მოცარტის მელოდიებზე შესრულებულმა პროგრამებმა მას ჯამში 183,55 ქულა მოუტანა. 23 წლის კორპიმ 166,94 ქულა დააგროვა, ელენემ - 165,93. პოლინა კორობეინიკოვა, რომელიც სენსაციური იყო შაბათს, მისთვის სადებიუტო ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა.

კვარცხლბეკი

1. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 183,55

2. კიირა კორპი (ფინეთი) 166,94

3. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 165,93

4. პოლინა კორობეინიკოვა (რუსეთი) 164,13

5. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 160,82

6. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 159,59

7. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 158,78

8. ვალენტინა მარკეი (იტალია) 146,84

9. ირეტ სილეტი (საფრანგეთი) 145,50

10. ჯოში ჰელგესონი (შვედეთი) 145,11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალექსი
გილოცავთ ელენე... ეს წელი კიდევ უფრო წარმატებით გაგევლოს...
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა