რუსული კლუბი მათე ვაწაძემაც დატოვა და ამჟამად გორის "დილასთან" ერთად ვარჯიშობს
მათე ვაწაძის ამბავი "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია: 22 წლის თავდამსხმელმა "ვოლგასთან" ერთად თურქეთში დაიწყო სეზონისთვის მზადება, მაგრამ საკონტროლო შეხვედრაში დაშავდა და ტრანსფერზე დააყენეს.

შედეგად კი, ზოგი ჭირი მარგებელიაო, გორის "დილასთვის" ისე გამოვიდა და ვაწაძე ახლა გორელებთან ერთად ვარჯიშობს.

ვაწაძე გამონაკლისი არ არის, "ვოლგას" ხელმძღვანელებმა ძველი ფეხბურთელებისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს და მათეს გარდა კიდევ სამი ფეხბურთელი დააყენეს ტრანსფერზე - კაპიტანი ანტონ ხაზოვი, რუსლან პაშტოვი და მერსუდინ ახმეტოვიჩი. შედეგიც მიიღეს - "ვოლგამ" ყაზახურ "შახტართან" სპრინგი წააგო.

ასე რომ, ნიჟნინოვგოროდულ გუნდში ქართველებიდან მხოლოდ გია გრიგალავა დარჩა და კვიპროსულ შეკრებაზე გუნდთან ერთად ემზადება. შაბათს "ვოლგამ" მოსამზადებელ ეტაპზე პირველად გაიმარჯვა. დმიტრი ჩერიშევის გაწვრთნილებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყოფილი მონაწილე, რუმინული "ოცელული" 1:0 დაამარცხეს.

გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. ჩანს, ჩერიშევი "ვოლგაში" შემორჩენილ ერთადერთ ქართველს ენდობა - 22 წლის მცველი ყველა სპარინგში ძირითადში ათამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად