კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ საზოგადოებას "დინამოს" ახალი თავკაცი წაუდგინა
თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენიო დარბაზში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას თანამდებობიდან გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

ამავდროულად, გაცხადდა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს "დინამო 2"-ის თავკაცი გიორგი დევდარიანი გაწვრთნის. დევდარიანი პირადად კლუბის მეპატრონემ რომან ფიფიამ წარადგინა.

საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე რომან ფიფიამ ესპანელი თავკაცის ნაადრევად დათხოვნის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გარსიამ კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

"მე შემეძლო ალექს გარსიასთვის კიდევ სამი თვე მედროვებინა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს "დინამოს" კარგს არაფერს მოუტანდა", - აღნიშნა ფიფიამ.

ესპანელი სპეციალისტი, რომელსაც კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს, კლუბისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას მიიღებს. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, გიორგი დევდარიანს, ის ესპანურ შეკრებაზე მყოფ "დინამოს" ფეხბურთელებთან ხვალ გაემგზავრება.

როგორც დევდარიანი აცხადებს, მისთვის გასაგებია სირთულეები, რომელიც "დინამოში" არსებობს, თუმცა ამას არ შეუშინდება და ყველა პრობლემის გასაღების მოძებნას ეცდება.

ახალი მწვრთნელის განცხადებით, "დინამოს" კარგი თამაშისთვის საკმარისი რესურსი გააჩნია, ყავს კარგი ახალწვეულები და შეუძლია ყველა თამაშში გამარჯვებაზე იფიქროს.

"დინამოში" სხვა ცვლილებებიც მოხდა. ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, გენერალური დირექტორის თანამდებობა კი "დინამო არენის" ყოფილმა დირექტორმა სანდრო შახოვმა დაიკავა.

negredo
გარსიამ უბრალოდ ვერ შეასრულა პირობა და იმიტომაც გადააკენეს....მან ახალი ვერაპერი გააკეთა ამ შეკრებაზე და იმიტომაც შეცვალეს,კვლავ კატასტროპული იყო გუნდის ფიზიკური მდგომარეობა და დაცვაში თამაში..აქედან გამომდინარე მისი დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობდა რაც უფრო დიდი ხანი იქნებოდა მით უფრო დიდი რეგრესი იქნებოდა და შეილება დინამო ევროთასების გამსვლელ ადგილზეც ვეგარ გასულიყო ასერომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა....რაც მთავარია წარმატებები დევდარიანს..
zuzu
ვფიქრობ ,რომ გარსია ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე უნდა გადაეყენებინათ, მაგრამ არა ეხლა, როცა გუნდი შეკრებაზე იმყოფება, არამედ შეკრებამდე ან მისი დამტავრების შემდეგ, რას ვიზამთ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა