ილია გულბათაშვილმა და მიხეილ ქაჯაიამ ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს სტამბოლში დამთავრებულ ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" - ტურნირის მედალოსნები ილია გულბათაშვილი (74) და მიხეილ ქაჯაია (96) გახდნენ.

ამასთან, გოდერძი დავითაძემ (55), მარადი სურმანიძემ (60), მარადი აბულაძემ (66), გიორგი ცირეკიძემ (84) და რევაზ ჭელიძემ (120) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 42 ქულით მეოთხე აღმოჩნდა და სულ ერთი ქულით ჩამორჩა მეორე-მესამეზე გასულ თურქეთსა და აზერბაიჯანს.

სამწუხაროდ, თურქული ინტერნეტ-მედია და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ტურნირზე ბევრს არაფერს წერენ. ამიტომ დაწვრილებით ვერც ჩვენ მოგახსენებთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია გითხრათ, რომ გულბათაშვილმა ფინალი თურქ ჰონორ ტუფენეკთან წააგო. ხოლო ქაჯაიამ აზერბაიჯანელთა ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი ევროპის პრიზიორი შალვა გადაბაძე დაამარცხა.

ქაჯაიამ შარშანაც მიითვალა მოგება რამდენიმე ტიტულოვან მეტოქესთან, ფინალი კი ივან პოდუბნის მემორიალის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონთან, რუს ნიკიტა მელნიკოვთან დათმო.

ორიოდ დღეში ჩვენი ბერძენ-რომაელების მთავარი ნაკრები სოფიაში გაფრინდება, სადაც 3-5 თებერვალს დან კოლოვისა და ნიკიტა პეტროვის მემორიალში იჭიდავებს. ბეგი დარჩიას იქ ქემალ ხარაბაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), პაატა ბაკურიძე (66), მანუჩარ კვირკველია, მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (სამივე - 74), ვლადიმერ გეგეშიძე, რევაზ ნადარეიშვილი (ორივე - 84), სოსო ჯაბიძე, სერგო დიხამინჯია (96), სერგო გოგისვანიძე, გურამ ფერსელიძე (120) მიჰყავს.

geronti
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ვინ გავიდა, ეგ არ იყო საინტერესო?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის