გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით "ტორპედოს" კაპიტნის არჩევნები ფარული კენჭისყრის პრინციპით გაიმართა
თურქულ შეკრებაზე "ტორპედოს" ყოფნისას, გუნდის ხელმძღვანელობამ, გუშინ პირველი გამონაკლისი დაუშვა და ფეხბურთელები მხოლოდ დილით ავარჯიშა.

ამის შემდეგ კი, მასპინძელმა მხარემ ქუთათურებს პატარა ექსკურსია მოუწყო. კლუბის დელეგაციამ ანთალიის ძველი ქალაქი დაათვალიერა.

სასტუმროში დაბრუნების შემდეგ მოეწყო "ტორპედოს" კაპიტნის არჩევნები, რომელიც გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრის პრინციპით გაიმართა.

ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ ქუთაისელთა კაპიტნის სამკლავურს დავით გამეზარდაშვილი გაიკეთებს. მას მცირედით ჩამორჩა და გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი იქნება ომარ მიგინეიშვილი. მათზე ნაკლები, მაგრამ ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს რევაზ გოცირიძემ და დავით დიღმელაშვილმა. ისინი "ტორპედოს" მეორე ვიცე-კაპიტნები არიან.

ფეხბურთელთა მდგომარეობას რაც შეეხება, უკვე ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს პოლონურ "კორონასთან" ტრავმის გამო შეცვლილი ლექსო კვახაძე. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვარჯიშობს დავით გამეზარდაშვილი, რომლის იმავე მატჩში მიღებული ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მორიგ საკონტროლო მატჩს ჩვენი გუნდი საფეხბურთო ცენტრ "ტოპ კაპეს" მინდორზე 1 თებერვალს გამართავს. "ტორპედოს" მეტოქე, ჩეხეთის გამბრინუსლიგაში XIV ადგილზე მყოფი ოსტრავას "ბანიკი" იქნება.

fctorpedo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა