ქართველ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მსოფლიოს თასზე წარმატება მიულოცეს
30 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში ძიუდოს თბილისის მსოფლიოს თასზე წარმატებულ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და მსოფლიოს თასზე წარმატებით გამოსვლა მიულოცა.

28-29 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებული მსოფლიოს თასი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ, ოთხ წონაში კი ქართული ფინალი გაიმართა.

პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა 44 ქვეყნის ნაკრების წევრებმა მიიღეს. ყველაზე მრავალრიცხოვანი - 28-კაციანი შემადგენლობით წესისამებრ მასპინძლები გამოვიდნენ და მათგან 15-მა მედალი დაიმსახურა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს თასის ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 100-100 სარეიტინგო ქულაც გაინაღდეს, ვერცხლის პრიზიორებს 60-60 ერგოთ, ბრინჯაოსნებს - 40-40. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს განახლებულ რეიტინგს ორიოდ დღეში გამოაქვეყნებს და მასში თბილისური ტურნირის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული.

მომდევნო საერთაშორისო ტურნირს მომავალ უქმეებზე პარიზი უმასპინძლებს.

ლადო ვარძელაშვილი: "ნაკრებმა მზადება ახალი პროგრამით გაიარა, რამაც შედეგიც გამოიღო. გასულ წელს ძიუდოისტებს ბევრი მოსამზადებელი შეკრება, ტურნირი ჰქონდათ, თუმცა მათგან უფრო მეტს ველოდით. მართალია, თბილისის მსოფლიოს თასი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი არ იყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები გამოდიოდნენ და იქ ნაჩვენები შედეგიც სასიხარულო და სასიამოვნოა. თუმცა, მეორე მხრივ ნაკრების ბიჭებმა ვარჯიშს კიდევ უფრო უნდა მოუმატონ და მეტად დაიხვეწნენ, რათა ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ".

პეტერ ზაიზენბახერი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კარგი მსოფლიოს თასი გამოგვივიდა, ლამის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ. ეს იყო დარჩენილი სარეიტინგო ტურნირების საწყისი ეტაპი. მომდევნო შაბათ-კვირას პარიზის დიდი სლემი გველის, სადაც, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპების დასრულების შემდეგ ლონდონის 7 ლიცენზია გვექნება".

გიორგი ალექსიძე (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): "მადლობა ბიჭებს და მწვრთნელთა შტაბს კარგი მუშაობისთვის და ასეთი შედეგისთვის. ბევრი ხარვეზი, რომელიც აქამდე გვქონდა აღმოფხვრილია, იმედი მაქვს, რომ ბიჭები კიდევ უფრო მოუმატებენ და ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება".

msy.gov.ge

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე