"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ მისი მშობლიური კლუბის ხელმძღვანელობა არ ცდება, როდესაც უარს აცხადებს იანვარში ფეხბურთელების შეძენაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მისი მშობლიური კლუბის ხელმძღვანელობა არ ცდება, როდესაც უარს აცხადებს იანვარში ფეხბურთელების შეძენაზე: "არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთელში, ვისშიც დიდ ფულს იხდიან, გუნდს იანვარში შეერთებოდეს და მალე მოეხერხებინოს გუნდთან ადაპტაცია, - განუცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა BBC-ის მანჩესტერის ბიუროს. - იანვარში ვერავინ ახერხებს სატრანსფერო ბაზარზე მოთამაშის შეძენას ადეკვატურ ფასად, რადგან გამყიდველები ყოველთვის ფიქრობენ, რომ სხვა გზა არ გაქვს და დიდ ფულს ითხოვენ.

სერ ალექსი კი არ არის ის ადამიანი, ვინც შეიძლება პანიკაში ჩავარდეს. ახალ მოთამაშეს გუნდთან შესაჩვევად დრო სჭირდება. მით უფრო, როცა ის უცხო ქვეყნის ჩემპიონატიდან მოდის. ძნელია ზუსტად ის ფეხბურთელი ჩაიგდო ხელთ, რომელიც გჭირდება, რადგან ტოპკლასის ვინც არის, მის შენარჩუნებას გრანდები ყოველთვის ბოლომდე ცდილობენ.

დიახ, მართალია, "მანჩესტერში" ამჟამად ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ ეს გამართლება არ არის, რადგან "იუნაიტედი" დიდი გუნდია. დიდ გუნდებს კი ყოველთვის ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომელიც მის წინაშე დასახულ ამოცანას თავს გაართმევს. თანაც რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს მალევე დაუბრუნდება. ამიტომაც ვფიქრობ, ახლა მთავარი ის არის, როგორმე დაცვის თამაში გახდეს სტაბილური.

პრობლემათა დიდი ნაწილი სწორედ იმითია გამოწვეული, რომ უკანა ხაზში გვაქვს პრობლემები და მდგომარეობა ცოტა ბუნდოვანია.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედი" ცხრილის პირველი საფეხურიდან ერთ ნაბიჯში იმყოფება. გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა, რომ ზუსტად იქ ყოფილიყო, სადაც არის. ეს ბიჭები სეზონის მეორე ნახევარს ყოველთვის უკეთ ატარებენ ხოლმე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა