ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნიკოლოზ გელაშვილი - სამი წლით "ბოხუმში"

ნიკოლოზ გელაშვილი - სამი წლით "ბოხუმში"

საქართველოს ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ბომბარდირი გერმანულ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, მთავარ ინტრიგად ნიკოლოზ გელაშვილის საკითხი რჩებოდა, რომელსაც რამდენიმე კლუბში მოიაზრებდნენ, თუმცა იმერელთა ყოფილმა 9 ნომერმა გეზი გერმანიისკენ აიღო და მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმის" რიგებს შეუერთდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა და სამწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

ცნობილია, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ბომბარდირის დამატება ჯერ კიდევ დეკემბერში პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე "კიოლნს" სურდა, რომელიც ზესტაფონელებს ფეხბურთელში ექვსთიან იჯარას და შემდეგ კონტრაქტს სთავაზობდა. თუკი კლუბი ამ პირობას დათანხმდებოდა, გელაშვილი 2 იანვარს კიოლნში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ხელმძღვანელობამ ამ პირობაზე უარი განაცხადა.

"ბოხუმთან" ერთად, 26 წლის ფორვარდის დამატება "ფრაიბურგსაც" სურდა, რომელიც ახლა პირველი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ გერმანიაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელის რეკომენდაციით, გელაშვილმა ერთი რანგით დაბალი ლიგის გუნდი აირჩია, იმ მოტივით, რომ ადაპტაცია გაიაროს და მოემზადოს პირველი ბუნდესლიგისთვის.

"ბოხუმი" ძველი ტრადიციების გუნდია და კლუბის ხელმძღვანელობას მომდევნო სეზონში მიზნად აქვს დასახული, რომ კლუბი პირველ ბუნდესლიგაში გადავიდეს, ჩვენებურს კი ადაპტაციისთვის ამ პერიოდის გამოყენება მოუწევს.

ვიდრე გერმანული ვარიანტი გადაწყდებოდა, "ზესტაფონს" წინადადებით ესპანურ პრიმერადივიზიონში მოასპარეზე "ესპანიოლმა" მიმართა, რომელსაც "კიოლნის" მსგავსად, გელაშვილის აყვანა იჯარით სურდა. თავად კლუბი მზად იყო, რომ ეს წინადადება განეხილა, თუმცა ფეხბურთელმა იჯარაზე თავად განაცხადა უარი, თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით "ლელო" უახლოეს დღეებში ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

"ბოხუმი" მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე იმყოფება და 24 ქულა აქვს. თეორიული და პრაქტიკული შანსი არსებობს, რომ კლუბმა მესამე ადგილზე გასასვლელად იბრძოლოს და აქედან სცადოს უმაღლეს ლიგაში გადასვლა, მაგრამ როგორც გითხარით, თუკი წელს ეს ვერ მოხერხდება, მომდევნო სეზონში კლუბის მთავარი ამოცანა პირველ ბუნდესლიგაში გადასვლა იქნება.

ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმში" 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო