ბელეკში გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ლაშა სალუქვაძემ გორელთა გუნდის მაისურით პირველად ითამაშა
გორის "დილამ" გუშინ ბელეკში მეორე საკონტროლო შეხვედრა აკაკი ხუბუტიას ყოფილ კლუბთან, რუმინულ "გაზ მეთანთან" 0:0 დაასრულა, - გვითხრა გორელთა პრესატაშემ ზურაბ კარტოზიამ.

გორელებთან გასინჯვაზე არიან სერბი მეკარე და ნახევარმცველი, რომელთა გვარები ჯერ ვერ დაგვიზუსტეს. თუმცა გვითხრეს, რომ ორივე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით მეკარე. გუნდშია და ვარჯიშობს "დიორ ეტოს" მცველი ლაშა თოთაძე, მაგრამ მისი საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.

ირაკლი ლექვაძემ მსუბუქი ტრავმა მოირჩინა და რუმინელებთან ითამაშა. ინდივიდუალურად ივარჯიშეს მათე ვაწაძემ და გოჩა ხოჯავამ, ლაშა სალუქვაძემ კი "დილას" ფორმა პირველად მოირგო. მატჩი დაძაბულად წარიმართა: პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო-თითო მომენტი შექმნეს - "დილას" თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა. მეორე ტაიმში თავის გამოჩენა შეეძლოთ გიგა ბეჭვაიასა და რეზო ჯიქიას.

"დილა": მარინი - ალადაშვილი, სალუქვაძე თოთაძე, მეგრელიშვილი - არზიანი - კახელიშვილი, კაშია, ? (სერბი ნახევარმცველი), ლექვთაძე - ჯიქია

II ტაიმი: მდივნიშვილი, ქარქუზაშვილი, ხუბუა, ბარაბაძე, ილურიძე.

დღეს გორის "დილა" მესამე საკონტროლო შეხვედრას ამერიკის მეიჯორლიგის (MLS) კლუბების მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდთან გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო