"კარპატიში" წასულმა ფეხბურთელმა "ზესტაფონი" კი გაანაწყენა, მაგრამ არ აზარალა
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბუბა დაუშვილმა "კარპატისთან" ზაფხულში კონტრაქტი გააფორმა და 2012 წლის 1 იანვრიდან ოთხი წლით ლვოვური კლუბის საკუთრება გახდა.

"კარპატის" ფანებს 22 წლის ქართველი ნახევარმცველი უკვე წარუდგინეს, დაუშვილმა საკონტროლო შეხვედრებში გუნდის ფორმაც მოირგო და პირველი საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ყოფილი კლუბის "ზესტაფონის" გაღიზიანება იმით გამოიწვია, რომ ეს ნაბიჯი მასთან შეუთანხმებლად გადადგა. მაგრამ ჩვენი ცნობა იმაზე მიუთითებს, რომ "ზესტაფონი" ფინანსურად წაგებული არ დარჩება: მართალია, კონტრაქტის დასრულების შემდეგ 21 წელს გადაცილებული ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება (ბუბა 22-ისაა), მაგრამ თუ ხელშეკრულება 21-წლამდე გააფორმა და კლუბი 23 წლამდე დატოვა, ახალი კლუბი ვალდებულია, ძველს კომპენსაცია გადაუხადოს.

სანამ ბუბა "კარპატის" ეგუება, ლვოველები არკვევდნენ, რა ოდენობის საკომპენსაციო თანხა ეკუთვნოდა დაუშვილის გამზრდელ "ზესტაფონს". უეფამ ქვეყნები კატეგორიებად დაჰყო და შესაბამისი საკომპენსაციო თანხები დააწესა, კლუბები რომ განვითარდნენ და ნიჭიერი ბავშვის ზრდაზე დახარჯული თანხა არ დაკარგონ. კომპენსაციას კი იღებენ კლუბში ფეხბურთელის მიერ გატარებულ ყოველ სეზონზე. დაუშვილი კი "ზესტაფონში" 6 წელი თამაშობდა.

ბუბამ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ "ზესტაფონი" 200 ათას დოლარს მიიღებდა. დავინტერესდით, სინამდვილეში რა თანხა ეკუთვნის "ზესტაფონს" და დავადგინეთ, რომ უფრო სოლიდური კომპენსაციას მიიღებს - 360 000 ევროს, ანუ 472 330 დოლარს.

საკომპენსაციოს ოდენობა დამოკიდებულია ცხოვრების დონეზე, მომზადების პირობებსა და ა.შ. ასე ევროპელები მეტს ხარჯავენ და, ცხადია, მეტსაც გაიღებენ. მაგალითად, პირველი კატეგორიის ქვეყნის კლუბი ვალდებულია, სხვა კატეგორიისას სეზონისთვის 90 000 ევრო გადაუხადოს, მეორე კატეგორიამ - 60 000 და ასე შემდეგ... დაუშვილი ესპანეთში, საფრანგეთში ან გერმანიაში რომ წასულიყო, მისი ყოფილი კლუბი წელიწადზე 90 000-ს ევროს მიიღებდა.

საქართველოს უმაღლესი ლიგა მესამე კატეგორიას განეკუთვნება. მაგრამ დაუშვილის ქართულ კლუბში ჩარიცხვის შემთხვევაში "ზესტაფონი" სეზონისთვის მხოლოდ 10 ათასს, სულ კი 60 ათასს მიიღებდა - ასე იქნება "დინამოში" გადასული ირაკლი ძარიას შემთხვევაშიც.

ამის შესახებ "ლელოს" ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ განუმარტა.

"უეფა მხოლოდ შიდა ტრანსფერის ოდენობას არ აწესებს, ეს ჩვენი პრეროგატივაა. საქართველოში კი თანხად ავიღეთ დოლარის ეკვივალენტი ლარში: უმაღლესლიგელი უმაღლესში გადასულისთვის სეზონზე 10 ათას დოლარს გასცემს", - ამბობს შენგელია.

რადგან უკრაინა მეორე კატეგორიის ქვეყანაა, ჩვენ კი მესამე, "ზესტაფონი" დაუშვილისთვის კომპენსაციად სეზონში 60 ათას ევროს, ანუ სულ 360 ათასს მიიღებს.

"ზესტაფონს" ძარიას გაზრდისთვის 6 სეზონისთვის ეკუთვნის არა 180 ათასი ევრო, არამედ 60 ათასი დოლარი. ასე რომ, ამ ტრანსფერებით დაუშვილმა და ძარიამაც იხეირეს და "ზესტაფონმაც". ამას დაუმატეთ ევროთასებზე გამოსვლის დროს უეფადან დასარიცხი 550 000 ევრო (თანხა "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დაასახელა) და გამოდის, რომ წელს კლუბის ბიუჯეტში შევა 910 ათასი ევრო და 60 ათასი დოლარი. თუმცა, ამ თანხაში ავსტრიულ და ბელგიურ კლუბებთან თამაშისთვის მისაღები სატელევიზიო შემოსავლები არ შედის.

საკომპენსაციო თანხა კატეგორიების მიხედვით

კატეგორია თანხა

1 90 000

2 60 000

3 30 000

4 10 000

* თანხები მოცემულია ევროებში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის