"ზესტაფონის" ყოფილმა და ახლა უკვე გერმანიის "ბოხუმის" ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური გუნდის ყოფილ ფეხბურთელს ნიკოლოზ გელაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის ფორვარდმა სულ ახლახანს მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი (იხილეთ სტატია).

"მარგველთა" ყოფილმა ფორვარდმა ინტერვიუში "ზესტაფონს" მადლობა გადაუხადა და ახალ კლუბსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- უპირველესყოვლისა, მინდა მოგილოცოთ "ბოხუმში" გადასვლა. გაგვიზიარეთ გერმანულ კლუბში მიღებული პირველი შთაბეჭდილებები.

- პირველ რიგში, ჩემს თანაგუნდელებსა და მთლიანად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. კლუბმა ძალიან ბევრი მომცა, დღეს ამ დონემდე რომ მივედი და ისეთ გუნდში მოვხვდი, როგორიც "ბოხუმია", მთლიანად "ზესტაფონის" დამსახურებაა.

რაც შეეხება ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს, ძალიან გახარებული ვარ. გუნდში ძალიან კარგად დამხვდნენ და ჩემს მიმართ იმედით არიან განწყობილნი. მინდა ეს იმედები გავამართლო. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ძირითადში ადგილი, რაც შეიძლება მალე დავიმკვიდრო და როგორც "ზესტაფონში" გამოვდიოდი და გოლები გამქონდა, იგივენაირად გავისარჯო "ბოხუმშიც" .

- გერმანიაში მცველები სიხისტით და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. იქნება თუ არა ეს შენთვის პრობლემა და ასევე ენის ბარიერი?

- კი, ეს პრობლემები არის, მაგრამ გადაულახავი ნამდვილად არაა. გერმანულ ენას მალე ვისწავლი, მასწავლებელი უკვე დამიქირავეს. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, თავიდან შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ როცა აქაურ ტემპსა და თამაშს შევეჩვევი, მგონია, რომ ეს გადაულახავი ბარიერი არ იქნება.

- ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" მაისურით 107 მატჩი ჩაატარე და 63 გოლი გაიტანე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. ბუნდესლიგაში როგორ აეწყობა ამ მხრივ შენი საქმე?

- ბევრს ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ზესტაფონში" მიღწეული გერმანულ კლუბშიც გავიმეორო.

აქ სხვა ჩემპიონატი, სხვა დონე და სხვა ფეხბურთელები არიან, მაგრამ მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავ. დრო გვიჩვენებს ეს რამდენად გამომივა.

- გერმანელები ცხადია ინფორმირებულები იყვნენ, რომ მათ საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი, ევროპულ არენაზე წარმატებულად მოასპარეზე ფორვარდი შეუერთდათ. რა იყო გერმანელების პირველი შთაბეჭდილება შენთან შეხვედრისას?

- ძალიან თბილად დამხვდენენ. არ მეგონა თუ საქართველოს ჩემპიონატიდან გადაყვანილ ფეხბურთელს ასე შემეგებებოდნენ. ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა და სიხარულით მიმიღეს.

d
ყველაფერი კარგადაა და წარმატებები ნიკა გელაშვილს. სასიხარულო ამბავია, რო კარგი დონის ტურნირში ითამაშებს და ისიც კარგია, რო საქ. ჩემპიონატიდან პირდაპირ ამ დონეზე მოხვდა "გასინჯვების" გარეშე. ეს კაი, მარა "ევროპულ არენაზე წარმატებულად მოასპარეზე ფორვარდი" მეტისმეტი მოუვიდა ავტორს.
mtavariafexburti
წარმატებები ნიკუშ და ასახელე ზესტაფონი და ქართული ფეხბურთი :**
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია