დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენებურმა მძიმე წონაში ხუთი ორთაბრძოლა გამართა და ხუთივე დამაჯერებლად მოიგო
ზვიად წიკლაური წარმატებით გამოდიოდა ჭაბუკთა და ახალგაზრდა სამბისტთა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. უკვე 8 წელიწადია ის ინგლისში სწავლობს, მუშაობს და ვარჯიშობს. სამბოს ქურთუკის ნაცვლად მან იქ ძიუდოს კიმონო მოირგო და ქალაქ ბირმინგემის ძიუდოს კლუბ "მიდლენდში" ოსტადდება.

ზვიად წიკლაურმა არაერთხელ მოიგო "ოფ ბრიტიშის" ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი და დიდი ბრიტანეთის აბსოლუტური პირველობა.

ახლახანს კი კარდიფში დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე ზვიად წიკლაურმა მძიმე წონაში ხუთი ორთაბრძოლა გამართა, ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონობა მოიპოვა. შეჯიბრებაში მრავალი ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ფოთელი მაგისტრის "ოქრო"

სამბოს საერთაშორისო სამყაროში პოპულარობით სარგებლობს ყაზახეთის ტრადიციული მსოფლიო თასის ეტაპი (პირადი) ყაზახეთის პრეზიდენტის პრიზზე.

მსოფლიო თასის წლევანდელი შეჯიბრება ყაზახეთის ქალაქ ურალსკში გაიმართა. ასპარეზობაში სამი ქართველი სამბისტი გამოდიოდა და ორმა მათგანმა "ოქრო" და "ბრინჯაო" მოიპოვა. გამარჯვებულთა შორისაა 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 23 წლის ფოთელი მოჭიდავე, ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ნიკო კუცია (82 კგ).

სხვათა შორის, ნიკო კუცია და მისი მწვრთნელი ზურაბ ტუღუში შარშან ფოთის საუკეთესო სპორტსმენად და მწვრთნელად აღიარეს.

ურალსკის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნორიოელი (გარდაბანი) ბექა იმერლიშვილი (68 კგ).

10-12 თებერვალს ჩვენს სამბისტებს საქართველოს ჩემპიონატი ელით, რომელიც თბილისში გაიმართება.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა