საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა მინსკის ტურნირი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ვასილ მაისურაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა.

მისმა გუნდმა 22-27 იანვარს მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი ჭაბუკები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, დაამარცხეს ბელარუსი (4:3) და ბელგია (4:2), 2:2 ითამაშეს ლატვიასთან, ფინალში კი 0:2 წააგეს უკრაინელ თანატოლებთან.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბრძოლას ელიტრაუნდში აგრძელებს. მინსკის ტურნირიც ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი პროგრამის ნაწილი იყო.

ვასილ მაისურაძე: ტურნირი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ზოგადად, ჩვენი გუნდის მინსკში გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჯგუფში მესამე თამაშის მოგებაც შეგვეძლო, ლატვიასთანაც დიდ უპირატესობას ვფლობდით. რაც შეეხება ფინალს, რიგიანად ვითამაშეთ, თუმცა იმ დღეს მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, ისედაც, უკრაინას საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავს.

- მინსკის ტურნირზე რამდენიმე ახალწვეულიც ათამაშეთ - კმაყოფილი ხართ მათი გამოსვლით?

- დავით ჯიქიას, გიგა სამხარაძისა და არჩილ მესხის თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ საქმეს თავი კარგად გაართვეს, ჯიქია ტურნირის თანაბომბარდირიც გახდა. ჩვენი სელექცია ამით არ ამოიწურება, ახალ ფეხბურთელებს ნაკრებში ისევ მოვიწვევთ.

- რა გამოხმაურება ჰქონდა ქართველების გამოსვლას მინსკში?

- აჟიოტაჟი დიდი იყო, ბევრი გულშემატკივარი გაგვიჩნდა, სხვა გუნდების წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ ჩვენს კარგ თამაშს, ფინალშიც ბევრი გვქომაგობდა.

- უკრაინის ნაკრებმა რის ხარჯზე გაჯობათ?

- ორი სიტყვით ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. პირველი გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით, კონცენტრაცია დაგვაკლდა. საერთოდაც, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში - ეს გვაკლდა. უკრაინას ყველა რგოლში სწრაფი ფეხბურთელები ჰყავდა და ამანაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.

- მინსკში ნაკრებთან ერთად არ იყო გიორგი აბურჯანია.

- მის პოზიციაზე მათე ცინცაძე ვათამაშეთ, რომელმაც საქმეს თავი კარგად გაართვა.

- ელიტრაუნდამდე რა გეგმები გაქვთ?

- თებერვალში ორ ამხანაგურ შეხვედრას ვითამაშებთ ლუქსემბურგთან და ერთხელაც გადავხედავთ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს. დავაკვირდებით ფეხბურთელების კლუბებში მზადებასაც. გვექნება 10-დღიანი შეკრება. ერთი სიტყვით, იმისკენ უნდა წავიდეთ, რომ ელიტრაუნდისთვის ვიფეთქოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა