პორტუგალიის ნაკრებმა გასულ უქმეებზე ლისაბონში საწვრთნელი შეხვედრა გამართეს ინგლისის სტუდენტურ ნაკრებთან და 31:28 გაიმარჯვეს
ამასობაში პორტუგალიის ნაკრები, რომელსაც ახალზელანდიელი ეროლ ბრაიანი წვრთნის, ერთა თასის გათამაშებისთვის ერთკვირაზე მეტია ემზადება.

"ლობუშებმა" გასულ უქმეებზე ლისაბონში საწვრთნელი შეხვედრა გამართეს ინგლისის სტუდენტურ ნაკრებთან და 31:28 გაიმარჯვეს.

პორტუგალიელებს საკმაოდ რთული კალენდარი აქვთ. მათ ზედიზედ სამი ურთულესი მატჩის გამართვა მოუწევთ. მომავალ უქმეებზე ისინი ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს ეთამაშებიან, ერთი კვირის თავზე კი ლისაბონში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. მესამე ტურში, 25 თებერვალს "ლობუშები" თბილისში გვეწვევიან.

ინგლისის სტუდენტურ ნაკრებთან მატჩში ეროლ ბრაიანმა რამდენიმე ახალი მორაგბე ათამაშა. ესენია: შუამარბი კარლ მურეი (კდული), მგეზავი იან რიკარდო, რომელიც ფრანგულ "კასტანეში" ასპარეზობს, ასევე ფრანგული "მასის" შერკინების კვაჭი მაიკ ტაჯერი და დავიდ დუშ რეიში (ნიმი).

პორტუგალიის ნაკრებში კვლავ ითამაშეს გამოცდილმა მორაგბეებმა: ანტონიო აგილარმა, ადერიტო ესტევეშმა, პედრო ლეალმა, ჟოაო კორეიამ, გონსალო უვამ, ვასკო უვამ, ლუის სოუსამ, ფრანსისკო პინტუმ და ჟოზე ლიმამ.

პორტუგალია-ინგლისი სტ. 31:28

პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. ადერიტო ესტევეში (ორივე-დირეიტო), 13. ფრედერიკო ოლივეირა, 12. კარლ მურეი, 11. ბერნარდო სილვეირა (სამივე-კდული), 10. იანიკ რიკარდო (კასტანე), 9. პედრო ლეალი (ნიცა). 1. ჟოაო კორეია (დირეიტო), 2. მაიკ ტაჯერი (მასი), 3. ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), 4. დავიდ დუშ რეიში (ნიმი), 5. გონსალო უვა (დირეიტო), 6. ჟოაო პაივა (აგრონომია), 7. ლუის სოუსა, 8. ვასკო უვა (ორივე-დირეიტო).

16. ჟოაო მატეუში (აკადემია), 17. ჟოზე და კოსტა (აგრონომია), 18. ჟოაო ჟუნიორი (ცდული), 19. რუი დორეი (დირეიტო), 20. სალვადორ ვასალო (კასკაისი), 21. ფრანსისკო პინტუ (კდული), 22. ჟოზე ლიმა (აგრონომია).

ერთა თასი

4 თებერვალი

რუმინეთი-პორტუგალია

11 თებერვალი

პორტუგალია-რუსეთი

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია

10 მარტი

პორტუგალია-ესპანეთი

17 მარტი

უკრაინა-პორტუგალია

სტურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად