"კანადიან სოლარის" ქართველი კალათბურთელი იტალიის სერია A-ს გასული, XIX ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A-ს გასული, XIX ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით სანიკიძეს გასულ ტურში სხვა კალათბურთელებმა აჯობეს, ოფიციალური აღიარებით საუკეთესოდ სწორედ ქართველი კალათბურთელი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ვეგ-გვერდი ეურობასკეტ.კომ ავრცელებს.

სანიკიძემ "აველინოსთან" 76:56 მოგებულ მატჩში ბოლონიელებს 16 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. ქართველი ფორვარდი არა მხოლოდ გასულ ტურში გაკეთებული ორმაგი დუბლის გამო გამოარჩიეს.

სანიკიძეს დაუფასდა ის შრომა, რომელსაც ის ბოლო მატჩებში და ზოგადად მიმდინარე სეზონში ეწევა. ვიქტორის აქტიურობით ბოლონიელები შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებენ. გათამაშების ცხრილში "კანადიან სოლარი" 12 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზე გამაგრდა.

საშუალოდ მოგროვებული 10,7 მოხსნით სანიკიძე ამ კომპონენტში მთელ ლიგას ლიდერობს. მისი ქულობრივი მონაგარი საშუალოდ 13,4 ქულაა. ტურის მეორე საუკეთესო მოთამაშედ "სკავოლინის" ამერიკელი ლეგიონერი ჯეიმს უაიტი აღიარეს, რომელმაც "არმანისთან" წაგებულ მატჩში 25 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

სანიკიძეს მიმდინარე სეზონის ბოლოს ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და მისი შემატების მსურველთა რიცხვში სავარაუდოდ არაერთი გრანდი იქნება.

gbf.ge

Tornike
ჯიგარია! გულით თამაშობს! კიდევ ბევრჯერ გაგავახარებს ქართველ გულშემატკივრებს!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!