ასოაციაციის თასის მე-4 ეტაპზე "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა
ასოაციაციის თასის მე-4 ეტაპზე "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა. ბირმინგემულმა კლუბმა მეტოქე ორი ბურთით ჩამოიტოვა, მაგრამ "მეთოფეებმა" შეძლეს ძალების მოკრება და 3 გოლის გატანა.

ერთ-ერთის ავტორი ტეო უოლკოტი გახდა. 22 წლის თავდამსხმელმა წელს მე-6 ბურთი შეაგდო. რაკი თასის გათამაშებას ორივე მანჩესტერული გრანდი ჩამოშორდა, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ თასზე გამარჯვება რეალური გახდა.

- რადგან რამდენიმე ძლიერი გუნდი თასისთვის უკვე აღარ იბრძვის, ეს ჩვენს შანსებს ზრდის. თუმცა ვფიქრობ, რომ წინასწარ გეგმების დაწყობა არაფერს მოგვცემს, პირიქით. თასის გათამაშებაში კვლავ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩვენ ყველას დამარცხება შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში ვალდებულები ვართ, რომ ამის გვჯეროდეს. ჩვენთვის ახლა ყველაზე დიდი საფიქრალი "ბოლტონთან" გასამართი შეხვედრაა.

"ასტონ ვილასთან" კარგად ვითამაშეთ და ეს ყველაფერი ჩვენი გულშემატკივრებისთვის გავაკეთეთ. პირველი ტაიმის ჩაგდების შემდეგ მეორე ნახევარში სწორედ მათთვის გვინდოდა გვეთამაშა. როცა შინ თამაშობ, თუნდაც ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ იყოს, არასდროს დათანხმდები 2:0-ის წაგებას.

პირადად ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, მინდა ისე ვითამაშო, რომ ხალხს ყველაფერი ვაჩვენო, რაც შემიძლია. საკუთარი ასპარეზობის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. ბოლო პერიოდში ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. შევეცდები, რომ ფორმის პიკს დავუბრუნდე.

ჯერარდისგან განსხვავებით მიჭირს იმის თქმა, რა ჯობია, თასის მოგება თუ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა. რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ, თუმცა არც ერთი იმ ტიტულის მოგებაზე არ ვიტყოდი უარს, სადაც გამოვდივართ. ეს ჯობია თუ ის, ამაზე ფიქრი შორს წაგვიყვანს. სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ თავაუღებლად ვარჯიში გვმართებს, რომ ყველაფერს გავწვდეთ. მინდა, რომ წლების მერე, როცა უკან მოვიხედავ, მოგებულ ტიტულებს ვხედავდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად