ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ "ლაციო" და "მილანი" წარსდგებიან
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ჯერ კიდევ XX ტურში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ და აგერ უკვე XXI ტური დაიწყო.

დიახ, გუშინ "პარმას" "იუვენტუსი" ესტუმრა და ამ მეტად საინტერესო პაექრობაზე ხვალინდელ ნომერში დეტალურად მოგითხრობთ. იქამდე კი დღეს დაგეგმილ მატჩებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის მეოთხე და მეორე გუნდები წარსდგებიან. "ლაციოსთვის" წინა ტური განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა, რონაელებმა "ინტერის" მარცხით ისარგებლეს და "კიევოს" ძლევით, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.

მით უმეტეს, თავისი შეხვედრა "უდინეზემაც" წააგო და "ბიანკოჩელესტეს" კუდზე დაჯდომის საშუალება მისცა. ამიტომ, რომაელები შესანიშნავ ხასიათზე და შესაძლოა, გაორმაგებული მოტივაციით ეგებებიან ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ედუარდო რეია 4-3-1-2 ტაქტიკით ათამაშებს გუნდს და შეტევის წინა ხაზზე მიროსლავ კლოზეს და ტომაზო როკის გაამწესებს. ფორვარდთა უკან ერნანესი გაირჯება, რომელსაც მიკროტრავმა ჰქონდა, თუმცა უკვე მოიშუშა და მილანელებთან სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია. მატჩისწინა ბრიფინგზე რეიამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რომ წინ ურთულესი პაექრობა გველის. "კიევოსთან" ძალიან კარგად ვითამაშეთ და მთავარია, ტემპი არ დავაგდოთ. რა უნდა დავუპირისპიროთ "მილანს"? - ჩვენ ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ მეტოქეს და რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დავუშვათ. როგორ ამოვკეტავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს? - უმჯობესია მასიმილიანო ალეგრის ჰკითხოთ თუ როგორ გააჩერებს მიროსლავ კლოზეს... იბრა ძალიან ლამაზად თამაშობს, მაგრამ მირო უფრო მეტად არის გუნდზე ორიენტირებული და ამიტომ, მას უკეთეს ფეხბურთელად მივიჩნევ".

რა შეიძლება ითქვას "მილანზე? - პირველ რიგში ის, რომ გუნდის ლაზარეთი კვლავაც სავსეა და იქ, ამ დროისთვის ცხრა ფეხბურთელი იმყოფება. მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ 4-3-1-2 სქემას აირჩევს და თავდასხმაში ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, სტეფან ელ შაარავის გაამწესებს. მათ უკან წესით რობინიო უნდა გაისარჯოს, რომელიც ძველ პოზიციას, გამთამაშებლობას უბრუნდება.

ნახევარდაცვაში მასიმო ამბროზინის, ანტონიო ნოჩერინოს და ურბი ემანუელსონს მოუწევთ ასპარეზობა და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს. ალეგრის თქმით, მთავარია გუნდმა დაცვაში არ დაუშვას შეცდომები:

"შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, ასეთ დროს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში შეცდომები არ დავუშვათ.

"ლაციოს" ძლიერი მხარე მომენტების რეალიზაციაა და ამიტომ, უკანახაზელებს მაქსიმალური ყურადღება მართებთ. მიროსლავ კლოზე ყველაზე საშიში ფეხბურთელია მეტოქე გუნდიდან, თუმცა არც სხვები უნდა დავივიწყოთ - თუნდაც ერნანესი, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს. ვნახოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

"უდინეზე" "ლეჩეს" უმასპინძლებს, გუნდს, რომელმაც წინა ტურში თვით "ინტერი" გააკრა ბეჭებზე. სერსე კოსმის გუნდის მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფავორიტად მაინც "ფრიულის" ბინადრები უნდა მივიჩნიოთ. მით უმეტეს, ფრანჩესკო გვიდოლინი გუნდს შეტევაზე დაგეშავს და ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ორ ფორვარდს: ანტონიო დი ნატალეს და ფლორო ფლორესს გაამწესებს.

ამასობაში, "ინტერი" "პალერმოს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია მოახდინოს. "გაძეტას" მტკიცებით, კლაუდიო რანიერი თავდასხმაში ჯამპაოლო პაცინის და დიეგო მილიტოს გაამწესებს, მათ უკან კი რიკი ალვარესი იმოქმედებს და არა ვესლი სმნეიდერი, რომელსაც ბოლო დროს მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა. ვნახოთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

დღეს:

ატალანტა-ჯენოა 21.00

დისკვალიფიკაცია: დენისი (ატალანტა).

ტრავმა: ბელინი, კაპელი - როსი, ველოზო, დაინელი, ანტონელი, ბოვო.

ბოლონია-ფიორენტინა 23.45

დისკვალიფიკაცია: ოლივერა (ბოლონია).

ტრავმა: რაჯი, კონე, ლორია, პულცეტი - კროლდრუპი, ბაბაქარი.

კალიარი-რომა 23.45

ტრავმა: სამპაიო, ნენე, არიაუდო, ერიკსონი - დე როსი, ოსვალდო, ბურდისო, პიანიჩი.

ინტერი-პალერმო 23.45

ტრავმა: მუნტარი, სტანკოვიჩი, ფორლანი, ტიაგო მოტა - ერნანდესი, ბაჩინოვიჩი.

ლაციო-მილანი 23.45

ტრავმა: ბროკი, კოზაკი, მაკინვა, ალვარო, ცანა, მაური - ბოატენგი, ფლამინი, კასანო, იეპესი, აკვილანი, გატუზო, პატო, მერკელი, შტრასერი.

ნაპოლი-ჩეზენა 23.45

დისკვალიფიკაცია: ლავეცი (ნაპოლი).

ტრავმა: კანავარო - ჯოკოვიჩი, ლაურო, რავალია.

სიენა-კატანია 23.45

ტრავმა: ბრკიჩი, ტერცი - კაპუანო.

უდინეზე-ლეჩე 23.45

დისკვალიფიკაცია: არმერო - კუადრადო.

ტრავმა: ფაბრინი, კოდა, ბარეტო, პინცი - კაროციერი, ჯანდონატო, ფალკონე, ესპოზიტო, ჟულიო სერჟიო.

ხვალ:

ნოვარა-კიევო 24.45

ტრავმა: ლუდი, კოზერი, ჩენტურიონი, მარიანინი (ნოვარა).

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 20 12 8 0 33-13 44

2. მილანი 20 13 4 3 43-17 43

3. უდინეზე 20 11 5 4 29-16 38

4. ლაციო 20 10 6 4 30-19 36

5. ინტერი 20 11 2 7 30-21 35

6. რომა 19 9 4 6 29-21 31

7. ნაპოლი 20 7 8 5 36-24 29

8. პალერმო 20 8 3 9 26-27 27

9. ჯენოა 20 8 3 9 28-36 27

10. ფიორენტინა 20 6 7 7 20-17 25

11. პარმა 20 6 6 8 25-33 24

12. კიევო 20 6 6 8 16-25 24

13. კალიარი 20 5 8 7 16-21 23

14. კატანია 19 5 8 6 22-28 23

15. ატალანტა 20 7 8 5 24-25 23

16. ბოლონია 20 5 6 9 18-26 21

17. სიენა 20 4 7 9 21-22 19

18. ლეჩე 20 4 4 12 21-36 16

19. ჩეზენა 20 4 3 13 13-31 15

20. ნოვარა 20 2 6 12 18-40 12

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები: 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის