მომავალ კვირას სტარტს აიღებს დევისის თასის 2012 წლის გათამაშება
მომავალ კვირას სტარტს აიღებს დევისის თასის 2012 წლის გათამაშება. უკვე რამდენიმე გუნდის კაპიტანმა დაასახელა შემადგენლობა მერვედფინალური ბატალიებისთვის.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ალექს კორეჩას, რომელსაც ოვიედოში ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ რაფაელ ნადალისა და დავიდ ფერერის გარეშე მოუწევს თამაში.

კორეჩამ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა: ნიკოლას ალმაგრო (მე-11 ჩოგანი), მარსელ გრანოლერსი (26), ხუან-კარლო ფერერო (47) და მარკ ლოპესი (41-ე წყვილების რეიტინგში).

10-12 თებერვალს, ქალაქ ნიშში სერბეთი შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს. სერბების რიგებში ვერ ვიხილავთ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს. მის არყოფნაში სერბეთი შვედეთის დამარცხებას იანკო ტიპსარევიჩით, ვიქტორ ტროიცკით, ილია ბოჟოლიაკითა და ნენად ჟიმონჟიჩით ეცდება.

სავარაუდოდ, სერბებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ მატჩში, რადგან შვედეთის რიგებში არ ითამაშებს რობინ სიოდერლინგი. სკანდინავიელთა ლიდერი მიხაელ რიდერსტედტი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 346-ე ადგილს იკავებს. მის გარდა, გუნდში ვხედავთ კარლ ბერგმანს (500), ფილიპ პრპიჩსა (1426) და წყვილთა თანრიგში მოთამაშე რობერტ ლინდსტედტს.

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დევისის თასს უბრუნდება ვეტერანი ტომი ჰაასი. მართალია, მან აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ ტურნირზე გერმანიის სახელით გამოდის.

მის გარდა, გერმანელთა კაპიტანმა პატრიკ კიუნენმა გუნდში მიიწვია: ფლორიან მაიერი, ფილიპ კოლშრაიბერი და ფილიპ პეტცშნერი.

გერმანია მერვედფინალში ქალაქ ბამბერგში მიიღებს შარშანდელ ფინალისტს არგენტინის ნაკრებს.

რუსეთის ნაკრებმა მოაგვარა ამერიკიდან ალექს ბოგომოლოვის გადაბირების საკითხი და ის მოსკოვში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს.

რუსების კაპიტანმა შამილ ტარპიშჩევმა ასევე მიიწვია შეკრებაზე მიხაილ იუჟნი, ნიკოლაი დავიდენკო და იგორ კუნიცინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა