ესპანური ტრანსფერები
შვეიცარიული ნოიშატელის "ქსამაქსის" აფიორის შესახებ ყველამ კარგად იცის, როგორც დასრულდა - კლუბი გაკოტრდა და მას პროფესიული ლიცენზია ჩამოართვეს. უმუშევრად დარჩენილი ფეხბურთელები, რომელთა ნაწილიც საკმაოდ სახელიანია, ახალ კლუბებს ეძებდნენ და ზოგმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ეს მოახერხა კიდეც. მათ მაშველ რგოლად "ესპანიოლი" მოევლინა - გუშინ კატალონიურმა კლუბმა ვიქტორ სანჩესი და კალუ უჩე დაიმატა.

ვიქტორ სანჩეს მატამ 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ესპანიოლთან". გაკოტრებული კლუბიდან გამორჩეულ სანჩესს უნივერსალობა გამოარჩევს, ექს-ბარსელონელს ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში, როგორც ნახევარდაცვაში, ისე - დაცვაში. 24 წლის სანჩესის შემატებით, ლა ლიგამ უთუოდ მაღალი დონის ფეხბურთელი დაიბრუნა.

ვიქტორი 18 წლისა აიყვანეს "ბარსელონაში", 20 წლისას კი პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ სულ 8-ჯერ შეძლო პირველ გუნდში თამაში, მომდევნო სეზონები მან იჯარით "ხერესში" და "ხეტაფეში" გაატარა, შემდეგ კი "ქსამაქსის" მსუყე, მაგრამ მატყუარა შეთავაზებას დახარბდა.

ნიგერიელი ფორვარდი კალუ უჩეც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, 29 წლისა ამაოდ დაშვრა "ქსამაქსში", სადაც 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"ესპანიოლთან" აფრიკელმა 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას მერე, რაც "ესპანიოლს" სერხიო გარსია და ალვარო ვასკესი დაემტვრა, შეტევაში პრობლემები მიეძალა. უჩესთვის "ესპანიოლი" უცხო კლუბი სულაც არ არის, 12 წლის წინათ ის მის სარეზერვო შემადგენლობაში გამოდიოდა. საიდანაც "ვისლაში" გადავიდა. მის კარიერაში შემდეგ იყო "ბორდო", "ალმერია" და "ქსამაქსი".

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე "ესპანიოლმა" "ინტერიდან" იჯარით 19 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო აიყვანა. მოკლედ, 31 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრებული გუნდი სერიოზულ განაცხადს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე.

მოხდა წმინდა მადრიდული ტრანსფერიც - "ატლეტიკომ" ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ხოელ რობლესი "რაიო ვალეკანოს" ათხოვა. იანვარში ეს მესამე ტრანსფერია აღნიშნული მარშრუტით, მანამდე "ელვები" დიეგო კოშტამ და ხორხე პულიდომ გააძლიერეს.

"მალიორკას" იაპონელი ლეგიონერი აკიჰირო იენაგა ვერ შეეგუა ესპანურ ფეხბურთს და ბალეარულმა კლუბმა ის იჯარით კორეულ "ულსან ჰიუნდაიში" გაუშვა. 25 წლის იენაგამ გასულ სეზონში 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა, არადა, ძირითადად მარცხენა მცველად თამაშობდა, მაგრამ "მალიორკას" ახალ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსს ის თვალში არ მოუვიდა და არ ათამაშებდა.

"ლევანტემ" ოფიციალურ ვებსაიტის მეშვეობით საზოგადოებას აუწყა, რომ იჯარით ალჟირელი აბდელ კადერ ღეზალი აიყვანა. არაბი სეზონის ბოლომდე ითამაშებს ვალენსიურ კლუბში. 27 წლის ღეზალი "ბარის" "ჩეზენაში" ჰყავდა განათხოვრებული, მაგრამ უკან დაიბრუნა და ახლა "ლევანტეს" ათხოვა. ღეზალმა ამ სეზონში სერია ა-ს 13 მატჩში ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!