კეცელიდისის თქმით, ყველაფერი დაცვით იწყება და მისი გუნდიც ამ კომპონენტში უნდა იყოს ძლიერი
პოლიციის აკადემიაში შსს-ს ახალი მწვრთნელი, გიორგიოს კეცელიდისი საზოგადოებას წარუდგინეს.

შეხვედრა აკადემიის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ გახსნა:

- გუნდის ახალ თავკაცს ოპტიმალური მიზანი დავუსახეთ: დისციპლინირებული, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, ისეთის, როგორიც შსს-ს აკადემიას ეკადრება. ბატონმა გიორგიოსმა გუნდი უკვე ნახა, აქვს შენიშვნები. მას ბოლომდე ვენდობით და იმედი გვაქვს, რომ მოლოდინს გაამართლებს.

შსს-ს საკალათბურთო გუნდის გენერალურმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ შემადგენლობაზე ილაპარაკა:

- ვიდრე კონტრაქტებს არ გავაფორმებთ, ახალწვეულთა ვინაობას ვერ გაგანდობთ. წინასწარ შემიძლია აღვნიშნო, რომ სამი კალათბურთელი დაგვემატება. გაჩნდა არაერთი კითხვა გუნდიდან წასულ კალათბურთელებთან დაკავშირებით. რობო კრეპსმა ამერიკაში გამგზავრება ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა და გუნდს კომპენსაცია გადაუხადა.

ალბათ, დაგვეთანხმებით, ჯეფრი მაკქემონი ბოლომდე ვერ გაიხსნა, ამიტომ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ. ლეგიონერებისგან ქართველებთან შედარებით ორჯერ მეტს ველით. სწორედ ასეთ შემთხვევაში, მათ გვერდში სათანადოდ აღიზრდებიან ახალგაზრდა კალათბურთელები. რაც შეეხება ჟულივეტ ტუჯანს, იგი "რუსთავში" გავანათხოვრეთ, რაც სუპერლიგისთვისაც კარგი იყო და თავად კალათბურთელისთვისაც, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს ახალგაზრდა ბექა ბექაურს მეტი შანსი მივცეთ. კონკურენციის პირობებში კი ტუჯანს სათამაშო დრო შეეზღუდებოდა.

ბოლოს შსს-ს მთავარ მწვრთნელ გიორგიოს კეცელიდისს მოვუსმინოთ:

- საქმეს შუა სეზონიდან შევუდექი. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პლეი ოფებს 100 პროცენტით მომზადებულები შევხვდებით, თუმცა არჩილ ჟღენტიც დამეხმარება და ვეცდები მაქსიმალური შედეგი ვუჩვენოთ. ყველაფერი დაცვით იწყება. ამიტომ, ჩემი გუნდიც ამ კომპონენტში უნდა იყოს გამორჩეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად