დინამოელებმა ესპანური შეკრება ჩინურ "გუანჯოუსთან" მწარე მარცხით (0:3) დაასრულეს
გუანჯოუ-დინამო 3:0

დინამო: ლორია - ოდიკაძე, ჰომოლა (28. ჯიღაური), კვეკვესკირი (79. რობერტინიო), ლომიძე - პაპავა, ალვარო (46. გურული), კოშკაძე - გოგუა, რობერტინიო (74. კოტო), ჩისკო (36. იაგუე).

გაფრთხილება: გოგუა (39), ოდიკაძე (57), ჯიღაური (82)

"დინამოში" ძალიან ბევრი რამაა დასალაგებელი - ეს ალექს გარსიას მწვრთნელობის დროსაც კარგად ჩანდა და იგივე სურათი ვიხილეთ მისი წასვლის შემდეგაც. "გუანჯოუ" ჩინეთის ჩემპიონია, მაგრამ აბა როგორ ვუწოდოთ დაუმარცხებელი მეტოქე.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებმა ესპანური შეკრება მწარე მარცხით დაასრულეს და საკუთარი ქომაგები კიდევ ერთხელ შეაშფოთეს.

თუ ვინმე თავს იმით დაიმშვიდებს, რომ ამხანაგური შეხვედრის შედეგით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, შევახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი სწორედ შეკრებისას, საკონტროლო მატჩების შემდეგ მოხსნეს, ამ ამხანაგურებს კი წინ პირწმინდად ჩაგდებული ნახევარი სეზონი უძღვოდა.

არ ვიცით, კონკრეტულად რას გულისხმობდა დისციპლინაში "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, მაგრამ თუ ფეხბურთელთა ქცევას გულისხმობდა, უდავოდ უნდა დავეთანხმოთ - გუნდის ესპანური ტესტ-მატჩებისას, განსაკუთრებით კი ბოლო შეხვედრაში, ინტერნეტ-ტრანსლაციას ფონად დინამოელთა განუწყვეტელი ბილწსიტყვაობა გასდევდა. საფეხბურთო მოედანი მეცნიერებათა აკადემია ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს უწმაწურობები, რითაც ფეხბურთელები ძირითადად, ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყურს მაინც ზომაზე მეტად ჭრიდა. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ გუნდში არ არის ჯანსაღი გარემო.

თამაშზე კი რა უნდა ვთქვათ - "დინამოს" შემადგენლობაში საუკეთესო იყო მეკარე გიორგი ლორია, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ტრავმების გამო "დინამოს" აკლდნენ მერებაშვილი, ძარია, თომაშვილი, ხოჭოლავა, ანდრეუ, რეხვიაშვილი, ხმალაძე, პარუნაშვილი და კაკუბავა.

გიორგი დევდარიანი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას ჯერ არ შესდგომია. ესპანეთში იგი ამ მატჩის შემდეგ ჩავიდა, მაგრამ ამას დიდი აზრი აღარ უნდა ჰქონდეს - "დინამომ" ხომ იქ ბოლოჯერ ითამაშა.

"გუანჯოუსთან" სათამაშოდ გუნდი ნესტორ მუმლაძემ გაიყვანა. ახალ სამწვრთნელო შტაბს წინამორბედისგან მძიმე მემკვიდრეობა ერგო და გუნდის სათანადო სიმაღლეზე ასაყვანად დიდი შრომა დასჭირდება.

გოლები მე-11, 70-ე და 86-ე წუთებზე გავიდა, გატანილი ბურთების ავტორების გვარები კი, გვერწმუნეთ, არაფერს გეტყვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vova
ეს იქ ბავშვების უკან ჩამოსაყვანად გაუშვეს?!
shotiii
ika შენ ზესტას ტამაშს თუ უყურე ერთს ისეთს ვერაფერს გაიგებდი რასაც ბილწსიტყვაობა ქვია... ზესტას 8 გოლი უფრო არ მომხვედია გულზე ისე,როგორც დინამოს თამაშის მსვლელობისაც რაც სტადიონზე ხდებოდა.ბილწსიტყვაობა,ფეხბურთელებისგან ერთმანეთის მიმართ შური,გაუტანლობადა განუწყვეტლივი ჩხუბი სტადიონზე,რაიმე წარმატების გარანტს ვერ გვაძლევს. და მერე მეორე დინამო ეთამაშა გუანჯაოს და ზესტა დნიპროს და ამ ორ მეტოქეს შორის მგონი დიდი განსხვავებაა...
ika
ხო გაგახარა ზესტაფონმა გუშინ 8-ჯერ?
MARGAL
amat araperi ar eshvelebat, kidev zestaponi tu gagaxarebs
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე