"მერის" კოლეჯის 22 წლის ყოფილი გამთამაშებელი საკალათბურთო კლუბ შსს-ს პარასკევს შეუერთდება
შუასასეზონო მიდი-მოდი ჯერაც არ დასრულებულა. სუპერლიგის კლუბებს შორის ყველაზე მეტს შსს აქტიურობს. გუნდს ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი რომ გაწვრთნის, უკვე მოგახენეთ.

გუშინ, ამერიკულ გაზეთ "ბისმარკ ტრიბუნიდან" კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ - შსს-ში ამერიკელი გამთამაშებელი ენტონი მუდი (182 სმ) ითამაშებს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით "ბისმარკ ტრიბუნში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:

"მერის" კოლეჯის ყოფილი გამთამაშებელი 22 წლის ენტონი მუდი, კარიერას საქართველოში გააგრძელებს. იგი საკალათბურთო კლუბ შსს-ს პარასკევს შეუერთდება.

- ქართული წინადადების შესახებ ჩემმა აგენტმა შემატყობინა. შემოთავაზება დეტალურად განვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ ეს იყო დიდებული ვარიანტი პროფესიული კარიერის გასაგრძელებლად, - განაცხადა მუდიმ, რომელიც "მერის" კოლეჯის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო. იგი გუნდს 2009 წელს შეუერთდა და წინა სეზონის მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა - 8-დან 15 მოგებამდე ავიდა და საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებდა. მომდევნო სეზონში NCAA-ს II დივიზიონში "მერიმ" შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა: 23 მოგება, 5 წაგება. ენტონის მონაგარი ასეთი იყო - 21.3 ქულა, 4.3 პასი, 5.4 მოხსნა.

მიმდინარე სეზონში მუდი დრაფტზე NBA-ს განვითარების ლიგის წარმომადგენელმა "სკაიფორსმა" აიყვანა, სადაც საშუალოდ 4.5 ქულას, 1.3 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.

- "სკაიფორსში" შესაძლებლობებს სრულად ვერ ვავლენდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კარიერის საქართველოში გაგრძელება. ვიმედოვნებ, გუნდსაც დავეხმარები და საკუთარ თამაშსაც ვიპოვნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად