გასაგებია, რომ ამხანაგური შეხვედრის ანგარიშს არასდროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ 2:8 მაინც ნამეტანია
დნიპრო-ზესტაფონი 8:2

გოლები: 1:0 ზოზულია (10), 2:0 ოლეინიკი (20), 3:0 კონოპლიანკა (23), 4:0 კონოპლიანკა (34), 5:0 კალინიჩი (37), 5:1 წინამძღვრიშვილი (40), 5:2 მაზუხი (57 ს.კ.), 6:2 მატეუსი (66), 7:2 ბოხაშვილი (89), 8:2 შახოვი (90)

დნიპრო: ლაშტუვკა - პაშაევი, მაზუხი, ოლეინიკი (46. კულაკოვი), მანძიუკი - კონოპლიანკა (62. ოლეინიკი), როტანი (77. ბოხაშვილი), კრავჩენკო (69. შახოვი), შახოვი (46. ჟულიანო) - ზოზულია (46. მატეუსი) - კალინიჩი (69. ზოზულია)

მწვრთნელი: ხ. რამოსი

ზესტაფონი: მამალაძე (83. მეშველიანი) - ბენაშვილი (46. თ. ღონღაძე), გ. ონიანი (75. ხიდეშელი), გაგოშიძე (46. საჯაია), თ. გრიგალაშვილი (46. ელიავა) - რაჟამაშვილი (46. აფციაური), გ. ბერაია (46. ბაბუნაშვილი), შარიქაძე (46. შ. გრიგალაშვილი), სამუშია (46. გორგიაშვილი) - მუჯირი (46. დვალი), წინამძღვრიშვილი.

მწვრთნელი: გ. ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: როტანი (29), კალინიჩი (54), ღონღაძე (61), კულაკოვი (85)

გაძევება: როტანი (72)

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომლისგანაც საქართველოს ჩემპიონებმა დიდი რაოდენობით უარყოფითი ემოციები მიიღეს. გასაგებია, რომ ამხანაგური შეხვედრის ანგარიშს არასდროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ 2:8 მაინც ნამეტანია.

"დნიპროს" უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინო პირველ ტაიმში იყო, როცა "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში გამწესებულ ახალწვეულთა უმრავლესობამ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვა და უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს ფეროელთა კარში გოლი გოლზე დაუბრკოლებლად გაჰქონდა.

შესვენების შემდეგ მოედანზე "ზესტაფონის" ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა გამოჩნდა, რომელმაც "დნიპროს" გარკვეული ხიფათი შეუქმნა და გოლის გარდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც გვიჩვენა.

სამწუხაროდ, ბოლო წუთებში ხუანდე რამოსის გუნდმა კიდევ ორი ბურთი გაიტანა და ანგარიში კატასტროფული გახადეს. არადა, 72-ე წუთიდან მოყოლებული, დნეპროპეტროვსკელები 10 ფეხბურთელით თამაშობდნენ. ყველაზე მეტად თვალშისაცემი ის იყო, რომ "დნიპრო" "ზესტაფონს" ფიზიკურ მომზადებაში საგრძნობლად აღემატებოდა.

როგორც ოქმიდან ხედავთ, ერთი გოლი "ზესტაფონის" კარში ქართული წარმოშობის ევგენი ბოხაშვილმა გაიტანა.

ვფიქრობთ, ასეთი ანგარიშის შემდეგ ყოველგვარ აზრს მოკლებულია შეხვედრის საინტერესო ეპიზოდების გახსენება და გოლების აღწერა. ვიმედოვნებთ, ამ მარცხიდან "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი სათანადო დასკვნებს გამოიტანს, ნაკლოვანებების გამოსწორებაზე ეფექტურად იმუშავებს და ესპანეთში დარჩენილ სამ მატჩს გუნდი გუშინდელზე გაცილებით ხარისხიან და შედეგიან ფეხბურთს ითამაშებს.

რაც შეეხება პოზიტივს, ნახევარწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ფეხბურთს გუშინ დაუბრუნდა გიორგი ხიდეშელი.

"ზესტაფონის" შემადგენლობაში გუშინ ვერ ითამაშეს მეკარე როინ კვასხვაძემ, რომელმაც ხელი იტკინა, მამუკა კობახიძემ, რომელსაც სახეზე დამცავი ნიღაბი უკეთია და მწვრთნელებმა მისი მოედანზე გაყვანა ვერ გარისკეს, და ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელსაც ბრონქები აწუხებდა.

3 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასს" ყაზანის "რუბინთან" დაპირისპირებით იწყებს და დიდი შანსია, ფეროელებს ზემოთ ნახსენები სამი ფეხბურთელი ამ მატჩშივე დაუბრუნდეთ. რაც შეეხება ესპანეთში წაყვანილ აბაიომი ოვონიკოკოს, ახლად გამოჯანმრთელებულ ნიგერიელს იქ თამაში, ალბათ, არ მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"