რუსეთის დედაქალაქში ერთბაშად რამდენიმე ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც ბაციაშვილი და პაიკიძე ყოჩაღობენ
რუსეთის დედაქალაქში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის (Moscow Open 2012) პროგრამით ერთბაშად რამდენიმე ტურნირი მიმდინარეობს. რომლებშიც ქართველებიც მონაწილეობენ.

სტუდენტთა წრიული შეჯიბრების რეიტინგფავორიტია დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი. როგორც გაუწყეთ, პირველ ტურში იგი დარია პუსტოვოიტოვას დაუზავდა. მას შემდეგ სამმა დღემ განვლო. გაცნობებთ მომდევნო ტურების შდეგებს:

II ტური. კარინა ჰოროვსკა (პოლონეთი)-ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) 0,5:0,5, მარია სევერინა (რუსეთი)-ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 0:1, დარია დროზდოვა (რუსეთი)-ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) 0:1, დარია პუსტოვოიტოვა (რუსეთი)-ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0:1, რუთ რადმინი (ინდოეთი)-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5.

III ტური. ბაციაშვილი-ჰოროვსკა 1:0, ბულმაგა-რადმინი 0,5:0,5, კაშლინსკაია-პუსტოვოიტოვა 0:1, გორიაჩკინა-დროზდოვა 1:0, ზიაზიულკინა-სევერინა 1:0.

IV ტური. ჰოროვსკა-სევერინა 1:0, დროზდოვა-ზიაზიულკინა 0,5:0,5, პუსტოვოიტოვა-გორიაჩკინა 0,5:0,5, რადმინი-კაშლინსკაია 1:0, ბაციაშვილი-ბულმაგა 1:0.

ოთხი ტურის შემდეგ: ბაციაშვილი, ზიაზიულკინა-3-3, ჰოროვსკა, გორიაჩკინა-2,5-2,5, პუსტოვოიტოვა, კაშლინსკაია, რადმინი-2-2, ბულმაგა, დროზდოვა-1,5-1,5, სევერინა-0 ქულა. დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: ბულმაგა-ჰოროვსკა, კაშლინსკაია-ბაციაშვილი, გორიაჩკინა-რადმინი, ზიაზიულკინა-პუსტოვოიტოვა, სევერინა-დროზდოვა.

საერთაშორისო ფესტივალის პროგრამით რუსეთის თასის ეტაპიც თამაშდება შვეიცარიული სისტემით. ამ შეჯიბრებაში ორი ქართველი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის. ქალთა ტურნირში დიდოსტატი ნაზი პაიკიძე გამოიჩევა. პირველ ტურში ალბინა ბაკუნინას ძლევის შემდეგ მან ზედიზედ დაამარცხა როზა იდრისოვა, ელიზავეტა ბორისოვა, ელმირა კარნაუხოვა და ოთხი შესაძლებლიდან უდანაკარგოდ დარია ჩაროჩკინასთან ერთად მეწინავეობს. მოჭადრაკეთა დიდ ჯგუფს 3,5:3,5 ქულა აქვს.

მსგავსი შეჯიბრების ვაჟთა ტურნირში ძალებს ცდის ზურაბ ჯავახაძე. პირველ ტურში ჩვენებურმა ალექსანდრ ელფერტს მოუგო, მეორეში თავად დანებდა არტურ გაბრიელიანს, მესამეში კი ეგორ მელნიკოვს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა