"ლე ბლო" პირველ შეხვედრას 4 თებერვალს შინ იტალიის ნაკრებთან გამართავს, სენტ-ანდრემ 22-კაციანი საბრძოლო შემადგენლობა უკვე დაასახელა
მომავალ უქმეებზე ექვსი ერის გათამაშება დაიწყება, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირია.

ამ შეჯიბრებაში ექვსი ევროპული ქვეყნის - საფრანგეთის, ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსისა და იტალიის ნაკრებები ასპარეზობენ.

რაგბის ქართველი ქომაგებისთვის, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თითოეულ გუნდს დეტალურად გავეცნოთ. დავიწყოთ საფრანგეთის ნაკრებით. "ლე ბლო" თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში დღესდღეობით საუკეთესოა. ამის თქმის უფლებას გუნდის შემადგენლობა და ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში დაკავებული მეორე ადგილი გვაძლევს.

შარშანდელი სეზონი ფრანგთა გუნდისთვის არაერთგვაროვანი იყო. ექვსი ერის გთამაშებაში "ლე ბლომ" მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა თავი ყველას იმით დაამახსოვრა, რომ ბოლო ტურში სტუმრად იტალიაში დამარცხდა. "სკუადრა აძურასთვის" ეს ისტორიული გამარჯვება იყო, რადგან მანამდე საფრანგეთის ნაკრები არასდროს დაუმარცხებია.

ასევე არასტაბილურად იასპარეზეს ფრანგებმა ახალ ზელანდიაშიც. ჯგუფურ ტურნირზე ორი მარცხის მიუხედავად მათ ფინალში მაინც გააღწიეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ყოველივე ცუდი მთავარ მწვრთნელს, მარკ ლივერმონს დაბრალდა, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.

ახლა საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ფილიპ სენტ-ანდრეა, მას რაიმე ძირეული ცვლილებები გუნდში არ განუხორციელებია. შემადგენლობა რამდენიმე მორაგბეს გამოკლებით, ფაქტობრივად, იგივეა.

"ლე ბლო" პირველ შეხვედრას 4 თებერვალს შინ გამართავს იტალიის ნაკრებთან. სენტ-ანდრემ 22-კაციანი საბრძოლო შემადგენლობა უკვე დაასახელა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელი ვესლი ფოფანა. ახალგაზრდა შუამარბი წლეულს შესანიშნავად ირჯება. ამასთან ერთად, ისიც აღსანიშნავია, რომ ფოფანა შარშანდელ სეზონში "კლერმონის" ესპუართა გუნდში ვიქტორ კოლელიშვილთან ერთად თამაშობდა.

ყველაზე მწვავე კონკურენცია ცხრა და ათი ნომრების პოზიციაზეა. სენტ-ანდრემ იტალიასთან სათამაშოდ ცხრა ნომრად ქართული წარმოშობის დიმიტრი იაშვილი დააყენა, მგეზავად კი მონპელიელი ფრანსუა ტრინ-დუკი. მას დიდ კონკურენციას უწევს ტულუზელი ლიონელ ბუქსი.

საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ვინსან დებატი, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პაკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. ლუი პიკამოლი.

16. დიმიტრი სჟარჟევსკი, 17. ჟან-ბატისტ პუ, 18. იოან მაესტრი, 19. იმანოლ არინორდოკი, 20. მორგან პარა, 21. ლიონელ ბოქსი, 22. მაქსიმ მერმოსი.

ფოტო: ბურთით ვესლი ფოფანა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezi
უელსი და არა ველსი
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად