ინგლისის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების პირველ მატჩს 4 თებერვალს, სტუმრად "მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებთან გამართავს
ინგლისის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების პირველ მატჩს 4 თებერვალს, სტუმრად "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. პომების დროებითმა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა გუნდის კაპიტნად ჰარლიქვინზელი კრის რობშო დანიშნა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ტურნირის პირველ ორ მატჩში პომებს ვერაფრით დაეხმარებიან ტობი ფლუდი, მანუ ტუილაგი, კორტნი ლავი და ტომ ვუდი. ჯერჯერობით უცნობია, საბრძოლო რაზმიც, ლანკასტერს არჩევა იმ 32 მორაგბედან მოუწევს, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გამოძახებული.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის კრის რობშო ინგლისური რაგბის ბოლო 30-წლიან ისტორიაში ყველაზე გამოუცდელი კაპიტანია:

"ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ამაყი ვარ. ინგლისის ნაკრების კაპიტნად დანიშვნის დღე ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ესოდენ დიდი ნდობა გამომიცხადა.

გუნდში სხვაც ბევრი ლიდერია. ჩემს გვერდით ექვსი-შვიდი მორაგბეა, რომლებსაც უდიდესი როლი აკისრიათ გუნდის თამაშის ფორმირებაში. ერთი უხელმძღვანელებს შერკინებას, მეორე უკანა ხაზს, მესამე დაცვას, მეოთხე შეტევას და ასე შემდეგ. სტიუარტ ნაკასტერმა, გრემ რაუნტრიმ და ენდი ფარელმა მოგვცეს სათამაშო სქემის გარკვეული მონახაზი და სწორედ ამ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილად და გასაგებად მივიტანთ მას გუნდის დანარჩენ წევრებამდე." - თქვა კრის რობშომ.

"ჩვენი საკმაოდ ბევრი ლიდერი წამყვანი, საკვანძო მოთამაშეა. რობშო, მიმაჩნია, რომ მათ შორისაც გამორჩეულია. მან კაპიტნობა ჯერ კლუბში, შემდეგ კი ინგლისის A ნაკრებში თავდაუზოგავი შრომით დაიმსახურა. მიხარია, რომ მას მიეცა შანსი თავისი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინოს" - თქვა ლანკასტერმა.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: მარიუს ბოთა, მეტ სტივენსი (ორივე-სარასენზი), ალექს კორბისეირო (ლონდონ აირიში), დენ კოლი, ტომ კროფტი, ლუის დიკონი (სამივე-ლესტერ ტაიგერზი), კალუმ კლარკი, ფილ დოუსონი, დილან ჰარტლი, კორტნი ლავი, ტომ ვუდი (ხუთივე -ნორსჰემპთონი), ჯო მარლი, კრის რობშო (ორივე-ჰარლიქუინზი), ბენ მორგანი, მეთ სტივენსი (ორივე-ჰლანეჰლი), ლი მეარსი, დევიდ ვილსონი (ორივე-ბასი), ტომ პალმარი (სტად ფრანსე), რობ ვებერი (ვოსფსი)

უკანა ხაზი: კრის ეშტონი, ლი დიკსონი, ბენ ფოდენი, ალექს გუდი (ოთხივე-ნორსჰემპთონი), ბრედ ბარიტი, ოუენ ფარელი, ჩარლი ჰოჯსონი, დევიდ სტრიტლი (ოთხივე-სარასენზი), მაიკ ბრაუნი, ჯორდან ტერნერ-ჰაი (ორივე-ჰარლიქუინზი), ბენ იანგზი (ლესტერი), ჯო სიმპსონი (ლონდონ აირიში), ჩარლი შარპლსი (გლოსტერი), მეთ ბანაჰანი (ბასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა