რა ბედი ელის უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ თბილისის "ლოკომოტივს"? ამ კითხვით კლუბის დირექტორ უჩა ნებიერიძეს მივმართეთ.

რა ბედი ელის უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ თბილისის "ლოკომოტივს"? ამ კითხვით კლუბის დირექტორ უჩა ნებიერიძეს მივმართეთ.

"გულდასაწყვეტია, რომ უმაღლეს ლიგაში არ დაგვტოვეს... თუმცა სხვა რა გზაა, გადაწყვეტილება მიღებულია და ვერაფერს შევცვლით. ჩვენ გავაგრძელებთ პირველ ლიგაში გამოსვლას და ვეცდებით, უმაღლესში გაძლიერებულები დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, შემადგენლობას ვეღარ შევინარჩუნებთ. მაქსიმე ქვილითაია დავაბრუნეთ, მაგრამ ახლა ვეღარ გავაჩერებთ. ნიკა გუშარაშვილს "ოლიმპი" იწვევდა და ჩვენთან დარჩენის სურვილის გამო, უარი უთხრა. ახლა წასვლა მოუწევს. ბექა მახარაძე ფოთის "კოლხეთს" სურს, უნიჭიერესი ბიჭია და იმედია, უმაღლეს ლიგაში თავის შესაძლებლობებს გამოავლენს. დათო და ლევან ჩაგელიშვილებს დღეს გათავისუფლების ცნობა მივეცით. დათო კაკულია მანამდეც წასული იყო... თუ არ მეშლება, ტირასპოლის "შერიფში" ვარჯიშობს. ერეკლე კაჭახიძე კი ევროპის ლიგაში თბილისის "დინამოს" მეტოქე ტალინის "ფლორაში" მიიწვიეს. ზვიად მეტრეველის ამბავი ცნობილია, ის თბილისის "დინამომ" წაიყვანა, მანამდე თავად გავუშვით ლაშა ქებაძე, გიორგი ჭელიძე კი უკრაინაში ისინჯება. ასე რომ, ახალი სეზონიდან ახალი გუნდის შექმნა მოგვიწევს და ვეცდებით, ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს მივცეთ გასაქანი. ამით "ლოკომოტივი" არ მომკვდარა, ჩვენ ვცოცხლობთ! უმაღლესში აუცილებლად დავბრუნდებით", - გვითხრა ნებიერიძემ.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"