საკლუბოსთან ერთად, სანაკრებო ფეხბურთიც გვიბრუნდება: დღეს ევროპის 2012 წლის შესარჩევი ციკლი იწყება...

საკლუბოსთან ერთად, სანაკრებო ფეხბურთიც გვიბრუნდება: დღეს ევროპის 2012 წლის შესარჩევი ციკლი იწყება. კონტინენტის უკრაინასა და პოლონეთში ჩასატარებელ პირველობაზე მასპინძლების გარდა, 9 ქვეჯგუფის პირველადგილოსნები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ. დარნარჩენი 8 მეორეადგილოსანი კი 4 საგზურს პლეი ოფში გაინაწილებს. პირველი ტურის ცენტრალური მატჩი ინგლისში იმართება, სადაც ფაბიო კაპელოს გუნდი კონკურენტ ბულგარეთს დაუპირისპირდება.

A ჯგუფი

3 სექტემბერი

ყაზახეთი-თურქეთი

ბელგია-გერმანია

სტატისტიკა ამ შემთხვევაში ყველაფერზე მეტყველებს: 1954 წლის 29 სექტემბრის შემდეგ, როცა მსოფლიოს "ახალგამომცხვარმა" ჩემპიონმა გერმანიამ ბრიუსელში ბელგიასთან 0:2 წააგო, ბუნდესგუნდი ამ მეტოქესთან ერთხელაც არ დამარცხებულა. მას მერე გერმანელები ბელგიელებს 14-ჯერ დაუპირისპირდნენ, 13-ჯერ დაამარცხეს და მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში დასჯერდნენ ფრეს (0:0). ამრიგად, ფავორიტი გერმანიაა. მიუხედავად ამისა, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს ფავორიტობის გაგონება არ სურს და ამბობს, არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ტურნირების შემდეგ, წარმატებული გუნდები ხშირად ეცემიანო, მაგალითად კი იტალიის ნაკრები მოჰყავს, რომელმაც 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ლიტვასთან 1:1 ითამაშა. ლიოვი აცხადებს, რომ მისი შეგირდების აბსოლუტური უმრავლესობა საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. იოგის კონკრეტული გვარები არ ჩამოუთვლია, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, პირველ რიგში ლამი, კლოზე, მიულერი, ბადშტუბერი, გომესი და კროოსი იგულისხმა. არცთუ კარგ ფორმაში არიან "რეალში" გადასულებიც, მესუთ იოზილი და სამი ხედირა. ლიოვს დაშავებული ჰყავს ცენტრალური მცველი არნე ფრიდრიხი, რომელსაც სავარაუდოდ ჰაიკო ვესტერმანი შეცვლის. მუნდიალზე სწორედ ამ უკანასკნელს უნდა ეთამაშა, მაგრამ მაშინ ის იყო ტრავმირებული.

თურქეთის ნაკრები ასტანაში, ყაზახეთთან გასამართი მატჩის წინ, რა თქმა უნდა, ფავორიტია - ახალ მწვრთნელ გუუს ჰიდინკს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. თუმცა ჰოლანდიელი თავის შეგირდებს აფრთხილებს: "სუსტი მეტოქე და იოლი მატჩი არ არსებობს," - განუცხადა მან გაზეთ "ფანატიკს".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა