უპასუხოდ რჩება კითხვა: თუ ალექს გარსიასი აღარ სჯეროდათ, ესპანურ შეკრებამდე რატომ არ გაათავისუფლეს?
საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებში ხშირი სამწვრთნელო ცვლილებები მართლაც აღარავის უკვირს; არც ის იყო გასაკვირვი თუ მოულოდნელი, თბილისის "დინამოს" მთავრი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია რომ გაათავისუფლეს, - ალბათ, აღარც ღირს იმის გახსენება, თუ რა შედეგით დაამთავრა მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა.

თუმცა, გუშინაც ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ უცნაური სხვა რამ იყო: "დინამო" ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს სწორედ გარსიას ხელმძღვანელობით ატარებდა და ესპანელ მწვრთნელს გათავისუფლების შესახებ თბილისიდან აცნობეს! ანუ, ბევრისთვის დღესაც უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: თუ გარსიას სამწვრთნელო შესაძლებლობების აღარ სჯეროდათ, მანამდე რატომ არ გაათავისუფლეს? კერძოდ, პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, - ბოლოს და ბოლოს, გუნდი შეკრებაზე ხომ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გაემგზავრებოდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალი ფეხბურთელების შერჩევაც სწორედ იმ ახალ მწვრთნელთან შეთანხმებით მოხდებოდა.

თუმცა, გარსიასა და "დინამოს" ურთიერთობა უკვე წარსულია და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს წარმატებები ვუსურვოთ ასეთ საპასუხისმგებლო ადგილზე.

"გამოწვევა, პატივი, პასუხისმგებლობა" - ამ სიტყვებს ხშირად ვისმენთ, როცა ამა თუ იმ მწვრთნელს (გნებავთ, ფეხბურთელს) ახალ გუნდში წარადგენენ ხოლმე; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან, ცოტა არ იყოს, ტრაფარეტულ-დაზეპირებულ ფრაზებად გვეჩვენება მსგავსი სიტყვები; მაგრამ, როცა ლაპარაკია "დინამოს" მწვრთნელობაზე, ამ შემთხვევაში მართლაც ძნელია, რომ ვინმეს გულწრფელობაში ეჭვი შეიტანო (მით უმეტეს, ქართველი სპეციალისტის, კერძოდ, გიორგი დევდარიანის სიტყვებში).

ჰო, ახალი რა უნდა ვთქვათ: რა დრო უნდა გავიდეს, "დინამო" რომ "ჩვეულებრივ" გუნდად იქცეს; იმის განმარტება-განვრცობაც ზედმეტად მიგვაჩნია, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერი სპეციალისტი, როცა "დინამოს" მწვრთნელად ინიშნება და სწორედაც რომ ამ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა გუშინწინდელ პრესკონფერენციაზე ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ახალი თავკაცი.

ისე, ტიტულები შემთხვევით არ გვიხსენებია: საქართველოს 13-გზის ჩემპიონის, 4-გზის ვერცხლისა და 5-გზის ბრინჯაოს პრიზიორის, აგრეთვე, 9-გზის თასის მფლობელი გუნდის ხელმძღვანელობამ, სამწვრთნელო შტაბმა თუ თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი სეზონი რომ არ ჩაატაროს!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში აქამდე ხომ არასდროს მომხდარა, თბილისის "დინამოს" სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაემთავრებინოს! მოკლედ, "დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელს მართლაც სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია და ვნახოთ, თუ როგორ გაართმევს თავს ამ ურთულეს მისიას.

გიორგი დევდარიანი უმაღლეს ლიგას შვიდწლიანი პაუზის მერე უბრუნდება, თუმცა ვიდრე მის სამწვრთნელო დებიუტსა და, საერთოდ, კარიერას მოკლედ გავიხსენებდეთ, ყველა ის მწვრთნელიც გვინდა ჩამოვთვალოთ, ეროვნული ჩემპონატის დაარსებიდან დღემდე რომ მოძღვრავდნენ "დინამოს".

აი, გიორგი დევდარიანის ის 23 წინამორბედი, თბილისის "დინამოს" სხვადახვა ვადით რომ ხელმძღვანელობდნენ (1990-დან 2012 წლის დასაწყისამდე): დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, სერგო კუტივაძე, თემურ ჩხაიძე, ვაჟა ჟვანია, ნოდარ აკობია, მურთაზ ხურცილავა, იოჰან ბოსკამპი, გია გეგუჩაძე, ოთარ კორღალიძე, ჯემალ ჩიმაკაძე, რევაზ არველაძე, გოჩა ტყებუჩავა, ივო შუშაკი, ხვიჩა ქასრაშვილი, კახა ცხადაძე, ანდრეი ჩერნიშოვი, კახა კაჭარავა, დუშან უჰრინი, რაინერ ცობელი, თამაზ სამხარაძე, ალექს გარსია.

აქვე, ერთი საინტერესო პარალელიც: თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ მონაწილეობდა (1936-დან 1989 წლის ჩათვლით), ასევე სხვადასხვა ვადით გუნდის მთავარ მწვრთნელად ოც სპეციალისტს უმუშავია! ახლა კი, XXIII ეროვნულ ჩემპიონატს ვატარებთ და "დინამოში" უკვე 24-ე მთავარი მწვრთნელია.

ტკბილი მოგონებები

გიორგი დევდარიანი უმაღლეს ლიგას შვიდწლიანი პაუზის მერე უბრუნდება; 2003-04 წლების სეზონის დასაწყისში, ბევრისთვის უცნობი ახალგაზრად სპეციალისტი "თბილისის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ამ გუნდს "საკუთარი ხელი" უმალ დაატყო. ყოველ შემთხვევაში, გუნდს არასახარბიელო სტარტი ჰქონდა და მერვე ტურიდან მოყოლებული, "თბილისის" ცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო!

თანაც, ბევრს ეგონა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ახალგაზრდული "თბილისი" ჩემპიონატის ბოლომდე სტაბილურად თამაშს ვერ შეძლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა: გუნდმა სეზონი III ადგილზე დაამთავრა! ოღონდ, არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ სეზონის დასრულების შემდეგ "სიონს" ქულები დააკლეს და საბოლოო ცხრილშიც ბევრი რამ შეიცვალა.

თუმცა, ეს სულაც არ აკნინებდა დებიუტანტი მწვრთნელის მიღწევას - საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდა ერთობ სიმპათიური, შეტევაზე ორიენტირებული და აშკარად "საკუთარი ხელწერის" მქონე გუნდი: გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე, რევაზ გეწაძე, გოგა ფიფია, ზაალ ელიავა, შოთა ჯიქია, - ეს ბიჭები იმ დროისათვის 18-19 წლისანი იყვნენ, ვეტერანებად ნამდვილად ვერ მივიჩნევდით 23-24 წლის ფეხბურთელებსაც - კოკა მიკუჩაძეს, თორნიკე აფციაურს, დავით ოდიკაძეს, გიორგი ლოლაძეს, მიხეილ მესხს, რევაზ ქემოკლიძეს, ამათ გარდა "თბილისში", ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე რამდენიმე ცნობილი და გამოცდილი მოთამაშეც ასპარეზობდა: კახა სიდამონიძე, სოსო გრიშიკაშვილი, სულიკო დავითაშვილი.

მომდევნო სეზონში "თბილისში" რამდენიმე "ცნობადი სახეც" გამოჩნდა - აკაკი დევაძე, სანდრო იაშვილი, სერგი ორბელაძე, გიორგი მიქაძე; რაც მთავარია, სწორედ 2004-05 წლების ჩემპიონატში დაფიქსირდა მართლაც "ისტორიული ფაქტი": "თბილისმა" საკუთარ მოედანზე (ავლაბარში, სკა-ს სტადიონზე მართლაც ჩინებული ბალახის საფარი იყო) თანაქალაქელი "დინამო" 5:0 დაამარცხა!

აღსანიშნავია, რომ არც მანამდე და არც მერე, თბილისის "დინამო" ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ასეთი ანგარიშით არავისთან დამარცხებულა...

მიზეზთა გამო, იმის მერე დევდარიანს უმაღლეს ლიგაში გუნდი არ გაუწვრთნია, სამაგიეროდ, ამ სპეციალისტმა ახალ ასპარეზზე გამოიჩინა თავი: საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში წარმატებულ მოღვაწეობას ვგულისხმობთ. ახლა კი, ბევრად უფრო სერიოზული და საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა - ორი დღის წინ თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shoda
რა კომენტარი უნდა გააკეთო? ეს უკვე თავზე ლაფის დასხმაა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ფედარაციაში, მისი პრეზიდენტის სახით, ზიან უვიცნი და ტუტუცნი, რომლებიც სახელს უტეხავენ ქართველ ერს!!!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...