სეოკ-მა წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მშვილდოსან ქრისტინე ესებუას მიაკუთვნა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2011 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა.

7 ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები დღეს კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა გადასცა.

წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა დასახელდა, საუკეთესო ნაკრების ჯილდო მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო, ხოლო საუკეთესო მწვრთნელებად თავისუფალი სტილით მოჭიდავეების დამრიგებელი ზაზა თურმანიძე და მშვილდოსნების კორეელი მწვრთნელი ჰეიუნგ სეიუნგი აღიარეს.

ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო სპორტული რეგიონიც დაასახელა. ამ ნომინაციაში გამარჯვებული, აჭარაა. შემდეგ ნომინაციაში სახელწოდებით "ოლიმპიური იმედი" ახალგაზრდა სპორტსმენი გამოარჩიეს. აქ საუკეთესოდ ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი დასახელდა.

დღესვე ოლიმპიურმა კომიტეტმა ორ არასპორტულ ნომინაციაში გამარჯვებულიც დააჯილდოვა, რომლებიც, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართულ სპორტს "გარედან ეხმარებიან".

სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საუკეთესო მეცენატის ნომინაციაში კომპანია "ავერსის" ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე დაჯილდოვდა, ხოლო საუკეთესო ჟურნალისტის ჯილდო "საზოგადოებრივი რადიოს" წარმომადგენელ ელენე ბილიხოძეს ერგო.

interpressnews.ge

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"