ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა "ტორპედომ" რიგით მეოთხე საკონტროლო მატჩი ჩეხეთის "ბანიკთან" ფრედ 0:0 დაასრულა
ანთალიური შეკრების რიგით მეოთხე საკონტროლო მატჩი, რომელშიც "ტორპედო" ჩეხეთის "ბანიკს" საფეხბურთო ცენტრ "ტოპ კაპეს" ერთ-ერთ მინდორზე დაუპირისპირდა, ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა.

ბუნებამ ორივე გუნდის თამაშში შეიტანა კორექტივები. შესაბამისად მეტოქეები დაბალი ტრაექტორიის გადაცემებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

"ტორპედომ" თავიდანვე შემტევ, აგრესიულ სტილზე ააწყო თამაში და პირველ წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მე-3 წუთზე დათუნაიშვილი-საბანაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის უზუსტო დარტყმით დასრულდა. აქედან ათიოდე წუთში ქუთათურებმა გოლიც გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა კარში დამრტყმელზე თამაშგარე დააფიქსირა და ამიტომ არ ჩათვალა საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი.

ყველაფერი კი მარცხენა ფლანგიდან გიორგი დათუნაიშვილმა წამოიწყო, რომელმაც თორნიკე თარხნიშვილს გააგრძელებინა სწრაფი შეტევა, მან კი საჯარიმოში გრიგოლ დოლიძე მოძებნა. დოლიძემ ეფექტური დარტყმით აიღო "ბანიკის" კარი, მაგრამ როგორც ვთქვით - გოლი არ ჩაითვალა.

მე-20 წუთზე "ტორპედომ" კიდევ ერთი ხიფათი შექმნა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ გოლი ვერც ამჯერად გაიტანეს. თარხნიშვილის მწვავე გადაცემით საბანაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში. ნიკა მცველს ასცდა და კარში დასარტყმელად რომ ემზადებოდა, კიპერმა ფეხებით ააცალა ბურთი.

ტაიმის ბოლომდე, სხვა მეტი საინტერესო არც ერთ კართან არ მომხდარა. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი უფრო "ტორპედოს" მეტოქის შეტევათა მიმართულებით ჰქროდა, ქუთათურებს ურიგოდ არ უთამაშია.

ქართველებმა მეორე ტაიმი ისე დაიწყეს, გია გეგუჩაძეს ჯერ ცვლილება არ განუხორციელებია. პირველსავე წუთზე ოსტრაველები დაემუქრნენ კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ომარ მიგინეიშვილის კარს. კიპერს გამოცდის მოწყობა ჩეხმა კოლეგამ მარტინ ლუკეშმა დაუპირა, მაგრამ 33 წლის ნახევარმცველს ბურთი ფეხზე აეჭრა და "ტორპედოს" კარის ჩარჩოს დიდი მანძილით ასცდა.

მეტოქე კვლავ განაგრძობდა "ტორპედოს" კარის მისადგომების "ოკუპაციას". რამდენიმეჯერ მიგინეიშვილს მოუწია ხიფათის თავიდან აცილება. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას, "ტორპედოს" ვიცე-კაპიტანმა "ბანიკის" ყველაზე "ბევრისმნახველ" ფორვარდ, 28 წლის ვაცლავ სვერკოშთან (გერმანიის ბუნდესლიგურ "მიონხენგლადბახსა" და "ჰერტაში", ვენის "აუსტრიაში", ფრანგულ "სოშოსა" და ბერძნულ "პანიონიოსში" უთამაშია, ჩეხეთის ნაკრებში კი 11 მატჩი 3 გოლი აქვს გატანილი) საჰაერო ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და 61-ე წუთზე მაქსიმე ქვილითაიათი შეცვალეს.

ვიდრე გია გეგუჩაძე პირველ შეცვლებს განახორციელებდა, გრიგოლ დოლიძეს ერთმანეთის მიყოლებით 53-ე და 55-ე წუთებზე მიეცა ჩეხთა კარის დარაჯის დამწუხრების საშუალება, მაგრამ მეტოქის პოლონელი კიპერი დავიდ პიეტრზკევიჩი ორივეჯერ ადგილზე დაუხვდა ჩვენი ფლანგელის დარტყმულს.

62-ე წუთზე "ბანიკის" კართან საკმაოდ სახიფათო მომენტი შეიქმნა. საჯარიმოში შესული საბანაძის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ რევაზ გოცირიძეს მიუვიდა. ამ უკანასკნელმა პრაქტიკულად ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი კარში ჩამდგარ მცველს გაარტყა.

68-ე წუთზე "ტორპედო" ქვილითაიამ იხსნა აშკარა გოლს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავს "ბანიკის" კაპიტანი ლუკეში ურტყამდა და "მაქსის" საკუთარი ოსტატობის გამოვლენა მოუწია ხიფათის თავიდან ასაცილებლად.

81-ე წუთზე, საბანაძის შემცვლელი ლაშა კემუხტაშვილი იყო გოლის ავტორობასთან ახლოს, რომლისგან მეტოქის საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ძლიერად დარტყმული ბურთი, მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოხვდა ძელს და ისე დატოვა მინდორი.

მატჩის ბოლომდე გუნდებს მეტოქეებს აღსანიშნავი მომენტი აღარ შეუქმნიათ. ამრიგად, ანგარიში არც ამ საკონტროლო შეხვედრაში გახსნილა - 0:0.

"ტორპედომ" "ბანიკთან" სპარინგი ასეთი შემადგენლობით გამართა: ომარ მიგინეიშვილი (მაქსიმე ქვილითაია 61), გივი იოსელიანი (დათა რიგვავა 58), ალექსანდრე კვახაძე (ბაქარ მირცხულავა 71), გიორგი გურული (თემურ ფარულავა 58), გიორგი ლემონჯავა (ლაშა შერგელაშვილი 65), გრიგოლ დოლიძე (გიორგი ქუცურუა 58), ნიკა ფირცხალავა (გიორგი კუხიანიძე 65), გიორგი დათუნაიშვილი (ვალერი ბოლქვაძე 65), თორნიკე თარხნიშვილი (დავით ჯანელიძე 65), ნიკა საბანაძე (ლაშა კემუხტაშვილი 71), რევაზ გოცირიძე (გიორგი რეხვიაშვილი 65).

"ტორპედო" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს 3 თებერვალს გამართავს. ქუთაისელების მეტოქე, უკრაინის პრემიერლიგაში (ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში სულ 16 გუნდი თამაშობს) ბოლოსწინა, XV ადგილზე მყოფი ლუგანსკის "ზარია" იქნება. ეს ორთაბრძოლა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

fctorpedo.ge

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს