ინძაგის "სიენაში" გადასვლის ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, როდესაც თავად ფეხბურთელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა
ფილიპო ინძაგის "სიენაში" გადასვლის ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, როდესაც თავად ფეხბურთელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და "მილანში" დარჩენის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა.

განცხადებას წინ დაახლოებით 2-საათიანი ფიქრი უძღვოდა, რომლის შემდეგაც პიპო უბრალოდ მიხვდა, რომ კარიერა "როსონერიში" უნდა დაასრულოს. როდესაც ინძაგის წასვლა-არწასვლის საკითხი წყდებოდა, "მილანის" მესვეურებმა პიპოს პირდაპირ განუცხადეს, რომ გადაწყვეტილებაში სრულიად თავისუფალი იყო - თუ სხვა გუნდში მოისურვებდა კარიერის გაგრძელებას, "როსონერი" არანაირ დაბრკოლებას არ შექმნიდა და თუ დარჩენას გადაწყვეტდა, არც ამის წინააღმდეგი იყო ვინმე...

ფილიპო ინძაგიმ დარჩენა ამჯობინა და პრესასთან შემდეგი განაცხადა: "ძალიან რთულია რამდენიმე საათში გადაწყვიტო, რომ შენი საყვარელი კლუბი უნდა დატოვო და სხვაგან წახვიდე. ბოლო დღეებში არაერთი საინტერესო წინადადება მივიღე და ეს ძალიან სასიამოვნო.

ბოლოს და ბოლოს, 38 წლის ვარ და კარგად მესმის, რომ საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე. რაღაც მომენტში "სიენაში" გადაბარგებაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ "მილანის" დატოვება უბრალოდ არ შემეძლო. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემი უკანასკნელი შეხვედრა "როსონერის" მაისურით უნდა ჩავატარო".

ინძაგის გადაწყვეტილება იტალიაში ბევრს გაუკვირდა, რადგან პიპოს ადგილი "მილანში" პრაქტიკულად აღარ არის. მასიმილიანო ალეგრი ისედაც არ წყალობდა ლეგენდარულ ფორვარდს და მას შემდეგ, რაც გუნდს მაქსი ლოპესი დაემატა, ალბათ განაცხადშიც კი გაუჭირდება მოხვედრა.

თანაც, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ინძაგის უმთავრესი მოტივაცია ევროტურნირების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორის სტატუსია, რისკენაც მიისწრაფვის და რისთვისაც ესპანელ რაულ გონსალეს ბლანკოსთან მძაფრ კონკურენციაშია ჩაბმული - ალეგრის კი პიპო არაფრით არ შეჰყავს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში, რაც თითქოს სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ვეტერანს წასვლის გადაწყვეტილება მიეღო.

მით უმეტეს, პიპოს "ლაციო" იწვევდა, გუნდი, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს ევროარენაზე და სადაც თავდასხმაში გაცილებით ნაკლები კონკურენციაა, ვიდრე "მილანში". ასეა თუ ისე, ინძაგი ლომბარდიულ გრანდში დარჩა და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ალეგრის გულის მოგებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა